ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 416

Page of edition: 416  Line of edition: 1    და ვინათგან არღარავინ ჰყვათ ქართველთა მკჳდრი არცა მეფე არცა ძენი
Line of edition: 2    
მეფისანი, მცირედ ოდენ მორჩილ იყვნენ კახის ბატონის თეიმურაზისა და ჭმუნვიდენ
Line of edition: 3    
უმკჳდროებისათჳს მეფისა საქართველოსათა. ამისთჳს არა მსასოებელნი მკჳდრობისა,
Line of edition: 4    
არამედ ჟამადმდე მგებელნი საქმისა, ერჩდეს ლაშქარ-ნადირობასა შინა და არა\რას
Line of edition: 5    
მზრუნველნი მკჳდრობისა მისისათჳს, თჳნიერ მისა მეტყუელნი: "დღეს არს და ხვალე
Line of edition: 6    
არაო". და მას ჟამად დაეპყრა ქართლიცა კახს ბატონს თეიმურაზს და ამისთჳს ლაშქრობდა,
Line of edition: 7    
ვინათგან ჰყვა სპათა სიმრავლე მით მძლავრობდა ყოველთა წინააღმდგომთა
Line of edition: 8    
ოჳსთა და იძია შური პირველი მტერთაგან მისთა.

Line of edition: 9    
მაშინ კუალად მრუწოდა ქართველთა და კახთა, შემოეყარნეს ყოველნივე და წარვიდა
Line of edition: 10    
წარტყუენვად და მოოჴრებად ყარაბაღისა და, უგრძნობელად თავსა დამსხმელთა,
Line of edition: 11    
იავარ-ყვეს და მოაოჴრეს სრულიად ყარაბაღი, წარმოსტყუენვეს და წარმოიღეს მრავალი
Line of edition: 12    
ნატყუენავი და შემოიქცეს ძლევა-მემოსილნი, მოვიდეს კახეთს,
Line of edition: 13    ხოლო ჟამსა ამას იყო გუარეულად უნდილნძე სახელი[თ] დაუთხან, და ესე უფლებდა
Line of edition: 14    
განჯას, თჳთ აღზრდილი ყიზილბაშსა შინა. და იყვნენ ძმანი და სახლეულნი
Line of edition: 15    
მისნი მრავალგუარად ნამსახურნი და ცნობილნი შააბაზ ყაენისა მიერ და იყვნენ
Line of edition: 16    
თანამდგომნი და ერთგულნი ყაენისა. და უყოფდა მრავალსა \ კეთილსა შააბაზ ყაენი
Line of edition: 17    
მათ, არამედ კუალად სძლია ჩუეულებამან მიუნდობელობისა მათისამან და სიბოროტისამან,
Line of edition: 18    
ვითარცა თქმულ არს: "ჩუეულება სჯულსა უმტკიცე არსო", და არ[ს]ცა ჭეშმარიტად
Line of edition: 19    
ჩუეულება მათი სჯულსა მათსა უმტკიცე. ამან შა-სეფიმ შეიპყრა ძმა დაუთხანისა
Line of edition: 20    და წარკუეთა თავი და შვილსა მისსა დასთხარა თუალები და ექუსი ძმისწული
Line of edition: 21    
მოუკლა.

Line of edition: 22    
და რა ესმა დაუთხანს საქმე, წარმოვიდა განჯიდამე და მოვიდა ბატონს თეიმურაზთანა
Line of edition: 23    კახეთს და თან ჰყვა ჯარი ყაჯრისა ცოლიან-შვილიანად და დაასახლა იორზედა.

Line of edition: 24    და რა ესმა ესე შა-სეფი ყაენსა, ძესა შააბაზისასა, საქმე ესე, ეწყინა დიდად.



Line of edition: 25    როსტომ მეფე


Line of edition: 26    
მაშინ იყო ვინმე სააკაძე როსტომ, რომელი აღზრდილიყო ყაენის კარზედა. და
Line of edition: 27    
იყო ესე სააკაძე როსტომ კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან.

Line of edition: 28    და მისცა მას სპასალარობა და გამოაყენა ქართლსა ზედა და წარმოატანა თანა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.