ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 422

Page of edition: 422  Line of edition: 1    ყოველივე მუნ ამოსწყჳტეს. და ჩამოვიდა კახეთს და იტირა: "ვაი \
Line of edition: 2    
ეპისკოპოზ - დარბაისელ - ამოწყუეტილს".

Line of edition: 3    
ამაში გამოჴდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან,
Line of edition: 4    
ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმან
Line of edition: 5    გიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ
Line of edition: 6    მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთჳს, რომე ამისი ძმის
Line of edition: 7    
\ ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს
Line of edition: 8    
თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იჴმეს: "კუალად მოდი
Line of edition: 9    
ქართლში და გაგაბატონებთო". ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.

Line of edition: 10    
რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა
Line of edition: 11    
ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ
Line of edition: 12    მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდა
Line of edition: 13    
ნოდარს ორნი ძმანი \ ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა
Line of edition: 14    
როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და
Line of edition: 15    
დაჴოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა
Line of edition: 16    
როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო
Line of edition: 17    
ქართლად, რომელ არს საათაბაგო.

Line of edition: 18    
ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა მუნითგან,
Line of edition: 19    
და დადგა ცხირეთს, და მუნ იჴმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ მუნ. ხოლო
Line of edition: 20    
კათალიკოზი ევდემოზ იყო მუნვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს
Line of edition: 21    
თეიმურაზს კათალიკოზმან, ვითარმედ: ნოდარ" რომ წასულიყოს, მაგისთჳს საქმეს
Line of edition: 22    
რატომ წააჴდენ და ან რატომ გაბრუნდი?" მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ
Line of edition: 23    ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი
Line of edition: 24    
ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო".

Line of edition: 25    
მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა \ კაცი
Line of edition: 26    
მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის
Line of edition: 27    ციხეშია და თჳთცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და მუნ გამაგრდენ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.