ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 425

Page of edition: 425  Line of edition: 1    ხოლო სამღდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი
Line of edition: 2    
განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთჳს არღარას ზრუნვიდენ
Line of edition: 3    
სამღდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა \ წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი
Line of edition: 4    
და სხუანიცა რომელნიმე მოოჴრებულნი ეკლსიანი აღაშენნა.

Line of edition: 5    
და კუალად აღაშენა გატეხილი-ჴიდი.

Line of edition: 6    
და იყო სმისა და ჭამისა მოყუარე და გასცემდა [არა-]მცირედსა საბოძვარსა სმასა
Line of edition: 7    
ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ,
Line of edition: 8    
იყვნეს ფუფუნეულ და ჴორცთ-მოყუარე, რამეთუ თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა
Line of edition: 9    
მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა,
Line of edition: 10    რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ
Line of edition: 11    
ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და
Line of edition: 12    
განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ
Line of edition: 13    
ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.

Line of edition: 14    
ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ
Line of edition: 15    მეფემან წინასწარ აღრჩევითა თჳსითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა
Line of edition: 16    მღდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა
Line of edition: 17    
ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.

Line of edition: 18    ესე ქრისტეფორე კათალიკოზი იყო კაცი მოყუარე სიმართლისა, მშჳდი, მდაბალი,
Line of edition: 19    
გულ-ტკბილი, ყოველთათჳს მოწყალე, სიწმიდის მოყუარე, სახითა შუენიერ და
Line of edition: 20    
ღირს ხარისხ-მპყრობელობისა თჳსისა, კუალად აღზრდილი და გამოცდილი საეროსა
Line of edition: 21    
სამამაცოსა ლაშქარ-ნადირობასა შინა. და არა ჰქონდა გამოცდილობა წერილთა, მცირედ
Line of edition: 22    
ოდენ წურთილ იყო. ხოლო განაგებდა კეთილად წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.

Line of edition: 23    
და ამან როსტომ მატა ყოველსა ფეშქაშსა და მეტადრე \ სიტყჳსასა. რაჟამს დაიდვა
Line of edition: 24    
სჳმონ მეფემან, ამ წესით იქმოდა: ანუ ძესა ურიისასა, ანუ ნასყიდსა და ანუ ოსთასა
Line of edition: 25    გაგზავნიდა, ხოლო ამან გამოიყვანა ქართველთა გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა
Line of edition: 26    
\ ასულნი და ძენი და მას გაუგზავნიდა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი
Line of edition: 27    
საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდენ, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე.

Line of edition: 28    
მაშინ დაიმორჩილა როსტომ მეფემან სრულიად ქართველნი და იყვნენ დიდად
Line of edition: 29    
ერთგულნი, შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დადგა აფურცლეს და მუნითგან
Line of edition: 30    
მოუწოდა ყიზილბაშის ხანებსა, რომელი იყო ყაენისაგან მი[ს] ზედა ჩენილი. მოვიდეს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.