ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 431

Page of edition: 431  Line of edition: 1    მაშინ წარგზავნა შვილისშვილი თჳსი ერეკლე რუსეთის ჴელწიფესთანა და
Line of edition: 2    
შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრეს პირითა მახჳლისათა ყმანი ერეკლესნი
Line of edition: 3    და კნინღა თჳთ განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყულელად, და დასტაცეს
Line of edition: 4    
მჴევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თჳთ რუსეთს, და მივიდა ჴელმწიფეს თანა.

Line of edition: 5    
ამაში გამოჰჴდა ხანი რამე და თჳთ ბატონი თეიმურაზცა წარვიდა რუსეთს რამეთუ
Line of edition: 6    
წლისა იყო სამოცდა თორმეტისა, მივიდა და დიდად პატივ-სცა რუსეთის ჴელმწიფემან.

Line of edition: 7    
სთხოვა შეწევნა და ჯარი ქართლზედა, და უთხრა ჴელმწიფემან მიზეზი: "ჯერეთ
Line of edition: 8    
მოცლა არა გუაქუსო". და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ, რომ შემწე არა ეყო, ხანსა
Line of edition: 9    
რაოდენსამე \ უკანა დაეთხოვა და წარმოვიდა. და აჩუქა მრავალი ჴელმწიფემან. ამა
Line of edition: 10    
ჟამსა შინა დიდად მოუძლურებულიყო ბატონი თეიმურაზ, წარმოემართა და მოვიდა
Line of edition: 11    
ასტარხანს. ხოლო
Line of edition: 12    
ამა ჟამსა მომკუდარიყო იმერეთს შვილისშვილი მისი ლუარსაბ, ყრმა
Line of edition: 13    
კეთილ-მოასაკე, შუენიერი და მჭურეტელთათვის სატრფიალო. მოვიდა კაცი ასტარხანს,
Line of edition: 14    და გაუმძღავნეს მუნ, და ყო გლოვა მუნ დიდი და მწუხარება. ხოლო ერეკლე
Line of edition: 15    დაუტევა რუსეთის ჴელმწიფესთანა.

Line of edition: 16    
და ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო დადიანი ლევან ხოლო შემოიყარა ალექსანდრე,
Line of edition: 17    მპყრობელმან იმერეთისამან, ჯარი, ჩავიდა ოდიშსა. და ვერა წინააღუდგენ, და დაიპყრა
Line of edition: 18    
ოდიში და მრავალი ბოროტი მოაწივა ოდიშსა და იძია შური პირველი, რომელი ყო
Line of edition: 19    
დადიანმან მათ ზედა, ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება: "რომლითა საწყაულითა
Line of edition: 20    
მიუწყოთ, მოგეწყოსო თქუენ", და ზედა დაგერთოსო. \ აიკლო საქონელი დადიანისა და
Line of edition: 21    
საუნჯენი მისნი ყოველნი მისნი ყოველნივე თჳთ დაიპყრა და ტყუედ ყო მრავალნი ოდიშარნი. მრავალნი
Line of edition: 22    
იყვნეს სრულიად ოდიშიდამ იმერელთა. და გამოართვა დიდებულთა ოდიშართა
Line of edition: 23    შვილები მძევლად და თჳთ დიდებულნიცა \ შეიპყრნა, დააჴსნევინა თავი, ხოლო
Line of edition: 24    
ძენი მათნი მძევლად წამოასხა და დასუა მუნ დადიანად ვამიყ, ძმისწული ლევან
Line of edition: 25    დადიანისა და წარმოვიდა ალექსნდრე ნაშოვნითა მრავლითა და მოვიდა იმერეთს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.