ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 437

Page of edition: 437  Line of edition: 1    ტანთ-ჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყუარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველითგან
Line of edition: 2    
ჩუეულება მათი. \ და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კადეც
Line of edition: 3    
გარდაამატეს. მიერითგან დამკჳდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.

Line of edition: 4    
და ესრეთ დასჩხუბეს დარეჯან და გერი მისი ბაგრატ იმერელებმა, გმო ღმერთი
Line of edition: 5    
დარეჯან. მოიპოვა ჟამი რამე, უღალატა გერსა და სიძესა თჳსა ბარგრატს: შეიპყრა
Line of edition: 6    
და დასწვა თუალები. მოიყვანა შორეული ტომი ბატონის ალექსანდრესი ვახტანგ,
Line of edition: 7    რომელსა უწოდდენ ჭუჭუნასშვილად, და იგი შეირთო ქმრად.

Line of edition: 8    
ხოლო მას ჟამსა მოკუდა როსტომ ფაშა და დაჯდა ძე მისი ასლან ფაშა, რამეთუ
Line of edition: 9    
ხონთქარი მით ჰკითხევდა და მათის შეკითხულობით იპყრობდა იმერეთს. და იგინი
Line of edition: 10    
განაგებდენ და არიგებდენ. მაშინ წარმოემართა ასლან ფაშა ლაშქრითა და ჩამოვიდა
Line of edition: 11    
იმერეთს. ვერვინ წინააღუდგა, წარმოიყვანა თანა ჭუჭუნაშვილი, ქეთევან და დარეჯან,
Line of edition: 12    მამიდა და ძმისწული. ესენი წარიყვანა ასლან ფაშამან და დააყენა ოლთის[ს] პატივითა
Line of edition: 13    
დიდითა. ხოლო ბაგრატ თუალდამწვარი გააბატონა მუნვე იმერეთს.

Line of edition: 14    და გამოჰჴდა ხანი რამე, მაშინ იმერლებმა დაუწყეს მეფეს შანავაზს ლაპარაკი
Line of edition: 15    
და დადიანმანც, რამეთუ არა მორჩილ ექმნეს ბაგრატს, იქიდამ დადიანი მოუჴდა და
Line of edition: 16    
დაიპყრა იმერეთი. ხოლო მეფე შანავაზ წარვიდა და მივიდა ფცისწყალზედა.

Line of edition: 17    და მას ჟამსა ზაალ ერისთავი არა მორჩილებდა მეფესა შანავასს და იყო განდგომილ,
Line of edition: 18    
ამისთჳს ვერღარა წარვიდა იმერეთს. \ ხოლო ძენი არაგჳს ერისთვის გიორგისა
Line of edition: 19    ოთარი ედიშერ და იასონ ახლდენ მეფეს შანავაზს თანა. ხოლო გიორგი, მამა
Line of edition: 20    
ამ ოთარისა, ძმა იყო ზურაბ ერისთვისა. ესე გიორგი იყო კაცი ამაყი და უარშიო
Line of edition: 21    
და არა მორჩილებდა ძმასა თჳსსა ხოლო შეიპყრა ზურაბ ერისთავმან და ბატონმან
Line of edition: 22    
თეიმურაზ და დაკლებულ-ყო ორთავე თუალთაგან.

Line of edition: 23    
ხოლო ამა გიორგის ესუა ცოლად და შანავაზ მეფის და ამა ქალისაგან ჰყვანდა
Line of edition: 24    
გიორგის ძენი: ოთარი, ედიშერ, იასონ, პაპუა და დათუნა. ამათ მოაჴსენეს მეფეს
Line of edition: 25    
შანავაზს: "ვინათგან ბიძა ჩუენი ესრეთ თქუენი ორგული დაურჩი არის და ჩუენთჳსაც
Line of edition: 26    
მრავლის ავის მქნელი არის, დაგუჩაგრა და ჩუენის \ სამკჳდროს მამულის პური არ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.