ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 438

Page of edition: 438  Line of edition: 1    გუაჭამაო, გჳბოძე დასტური, წავალთ და მოვკლავთო. ხოლო მეფემან შანავაზ მისცა
Line of edition: 2    
დასტური და მივიდნენ დუშეთს.

Line of edition: 3    მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახე\თი და მრავალსა ბოროტსა
Line of edition: 4    
უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, მოაოჴრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი.

Line of edition: 5    
მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თჳსსა კახეთში,
Line of edition: 6    ხოლო დამთხუევით შეემთხჳვა გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და
Line of edition: 7    
შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა.

Line of edition: 8    
შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხჳეს საქმე სიბილწისა, რომელ არს
Line of edition: 9    
ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს.

Line of edition: 10    ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა:
Line of edition: 11    
"შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოჴრეს სრულიად კახეთი
Line of edition: 12    უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხჳვეს საქმე უშუერი და
Line of edition: 13    
ჴელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს \ ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშუერი. და აწ ამისი
Line of edition: 14    
მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან უძნდა რწმუნებულ
Line of edition: 15    
არს კახეთი".

Line of edition: 16    ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყო
Line of edition: 17    
მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი
Line of edition: 18    
შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის
Line of edition: 19    
კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა
Line of edition: 20    
ზურაბ, ძე თჳსი, და წარვიდენ ღამესა ერთსა. დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს
Line of edition: 21    და ამოსწყჳტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ,
Line of edition: 22    
მიჰყვნენ იქიდამე ჴოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი
Line of edition: 23    და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახჳლისათა. და ამოსწყჳტეს დედაწულითურთ
Line of edition: 24    
და, აკუანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დაჴოცნეს. \ სადაც კახეთს
Line of edition: 25    თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყჳტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე
Line of edition: 26    
არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი
Line of edition: 27    აღარსად იპოებოდენ, თჳნიერ ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან,
Line of edition: 28    და გაემარჯუათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან
Line of edition: 29    
და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი
Line of edition: 30    
ზაალ ერისთავთანა.

Line of edition: 31    
ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა
Line of edition: 32    
მოსწერა წაჴდენა და სიკუდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა
Line of edition: 33    სისხლსა შინა, იგინიცა დაჴოცეთო.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.