ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 442

Page of edition: 442  Line of edition: 1    ყაენისა, რამეთუ თანაშემწედ აქუნდა ქალბალიხან, და მემანდრითა და პატივითა წარგზავნა
Line of edition: 2    
იგი. და ვითარცა შთავიდა ისპაანს ქაიხოსრო, განიხარა ყაენმან და პატივ-სცა
Line of edition: 3    
მამასაცა მისსა და თჳთ მასცა, ხოლო ერევნის ხანი და ქალბალიხან მოშურნე იყვნეს
Line of edition: 4    
ურთიერთას და ამისთჳს განიზრახა ერევნის ხანმან და მოსწერა წიგნი მეფესა გიორგის,
Line of edition: 5    რათა პირობითა და თავდებობითა მისითა დაეგოს იგი ყაენსა, რამეთუ ეტეოდა,
Line of edition: 6    
ვითარმედ: "არარა ბოროტი გიქმნიესო სპათა მისთა ყიზილბაშთა ზედა, ამისთჳსცა
Line of edition: 7    
მე ვიყო თავსმდები შენი, რათა არა გეყოს შენა ზღუევა, არამედ უფროსად სარგებელი
Line of edition: 8    
და წყალობა და მრავალწილად კეთილის ყოფა ყაენის მიერ". კუალად ამასვე პირობასა
Line of edition: 9    
აღუთქმიდა და დიდად წადიერებით ეზრახებოდა მეფესა ქალბალიხან და იღუწიდა
Line of edition: 10    
პირითა მისითა დაგებასა ყაენისასა, არამედ არა ინება მეფემან მის მიერ, არამედ
Line of edition: 11    
მიერჩდა \ ერევნის ხანსა და იქმნა მეგობარ მისსა. ხოლო ერევნის ხანმან აუწყა ესე
Line of edition: 12    
ყაენსა და განიხარა სიხარულითა დიდითა შაჰსულთან უსეინ ყაენმან დაგებად მეფისა
Line of edition: 13    
გიორგისა და მისცა ერევნის ხანსა წყალობად თოფანჩგიაღასობა, რომელ არს ყოვლის
Line of edition: 14    
მეთოფის ბატონობა და უფროსობა, და წაიყვანეს კარსა ზედა ყაენისასა მაშინ
Line of edition: 15    
მეფემან გიორგი წარავლინა ზურაბ ზურაბიშვილი ყაენთანა და მივიდა თოფანგჩიაღასთანა.

Line of edition: 16    და ვითარცა შთავიდა ისპაანს, განიხარეს თჳთ მან ყაენმან და ყოველთავე
Line of edition: 17    
დიდებულთა მისთა შთასლვა მეფის გიორგისა და მსწრაფლ აღუსრულეს ყოველივე
Line of edition: 18    
სათხოველი მეფესა: და მოსწერეს რაყმები და წყალობა და წარმოგზავნეს მალემსრბოლი.

Line of edition: 19    
და მოვიდა იმერეთს სახლსა შინა წერეთლისასა საჩხერეს და ერევნის ნაიბი და სხუანიცა
Line of edition: 20    
დიდებულნი ყაენის ბრძანებითა წარმოგზავნეს, რათა მრავლითა დიდებითა და
Line of edition: 21    
პატივითა ჴელმწიფურად ჴელისა წარმართებითა მსახურ ექმნენ მეფესა და მიართვიდენ
Line of edition: 22    
შემსგავსებულსა ულუ[ფ]თა და სანოვაგეთა განწესებითა. და განემზადა წარსლვად.

Line of edition: 23    
მაშინ იყო ვინმე იმერელ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი და მას მიერთნეს
Line of edition: 24    
რომელნიმე თავადნი იმერელთანი და აუწყეს ხვანთქრის ვეზირ-აზამსა და ქრთამითა
Line of edition: 25    
მოიმადლეს იგი. და მისცეს ბატონობა და შეამოიყვანეს იგი და გააბატონეს, რამეთუ
Line of edition: 26    
იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა, ხოლო არჩილ მეფე გარდააგდეს. და
Line of edition: 27    
მისცა აბაშიძემან გიორგი ცოლად ასული თჳსი, ცოლყოფილი ალექსანდრესი. და
Line of edition: 28    
წარვიდა არჩილ მეფე ზრამა[გ]ას.

Line of edition: 29    
ამას ზედა მოუვიდა მეფესა გიორგის მემანდარი ყაენისა და გარდავლო მთა და
Line of edition: 30    
მივიდა ალს. მაშინ დაუტევა ქართლს სულაიმან ძმა თჳსი ცოლშვილითა და კათალიკოზი
Line of edition: 31    
ნიკოლოზ, რამეთუ ჟამსა ამას შინა გარდაცვალებულიყო ამილახორი გივი, კაცი პატიოსანი
Line of edition: 32    
ყოვლითურთ, იმერეთს, და ძე მისი ანდუყაფარ და ესენი ყაენის ბრძანებითია დააყენეს
Line of edition: 33    
ქართლს, და წარიყვანა თანა ისპაანს არაგჳს ერისთავი გიორგი და წარვიდა მეფე
Line of edition: 34    
და მოართუეს ყიზილბაშთა არმაღანი მრავალი და დიდისა დიდებითა შთავიდა ისპაანს.





This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.