ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 443

Text: Ax.kartl.Cx.2 
Page of edition: 443 
ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი


Line of edition: 1    \ დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა მას ჟამსა უკუე
Line of edition: 2    
მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და
Line of edition: 3    
აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.

Line of edition: 4    
და ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ადარნასე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა
Line of edition: 5    
წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა.

Line of edition: 6    მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თჳსსა ვახტანგს.

Line of edition: 7    მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას.

Line of edition: 8    
მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა
Line of edition: 9    
შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა
Line of edition: 10    
მონათა. და თჳთ წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.

Line of edition: 11    
მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თჳსი, და თათარნი შირვანელნი,
Line of edition: 12    და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ჴევსა შალვას საერისთვოსა,
Line of edition: 13    
და ჩამოასხნა დვალანი და ჴადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქუემონი.

Line of edition: 14    
და დაწვეს და მოაოჴრეს ყოველი ცხრაძმის ჴევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს
Line of edition: 15    
ქუენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. არამედ ასე ვერ აიხუნეს, და შვიდ წელ
Line of edition: 16    
გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღუედისა.

Line of edition: 17    
და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხჳთა სპითა.

Line of edition: 18    
მაშინ დავით დგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა
Line of edition: 19    
\ დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგჳ, და გარდავლეს
Line of edition: 20    
ჯუართა ყელი, და ჩავიდეს დარიელს, და მოადგეს დავითს ციხესა გუელეთისასა.

Line of edition: 21    ხოლო შალვა დადგა ჴადას, და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომელ ერთსა დღესა
Line of edition: 22    
აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი,
Line of edition: 23    
თხუთმეტი იქით არაგჳსა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და
Line of edition: 24    
გამოიყვანა გუელეთით. ხოლო შალვა \ მიმართა ჴევთა დვალეთისათა, და მოაოჴრნა
Line of edition: 25    
ყუელანი. და მოუჴდეს ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხუდეს მომლოდენი, რამეთუ
Line of edition: 26    
ესმა შალვას მოსლვა მათი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.