ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 444

Page of edition: 444  Line of edition: 1    მაშინ მიაწყუდივნეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვერღარა
Line of edition: 2    
წარვიდა და მოსრეს სიმრავლე არა მცირედი დვალთა. მაშინ მოწვნეს და მოაოჴრნეს
Line of edition: 3    
ყოველნი ჴევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღვივნეს ყოველნი ციხენი, თრუსოით
Line of edition: 4    აჩაბეთამდის. მაშინ წარვიდა ყოველი სპა სპარსთა და მეფემან მიუბოძა შალვას
Line of edition: 5    თრუსოი, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არაჴუეთი, ქანდო, ყანჩაეთი, აბაზას ძეთა მამული,
Line of edition: 6    
ძაგნაკორანი, დიღუამი, გავაზი, აწერის ჴევი, ბექუშე, და ყოველთა დიდებულთა
Line of edition: 7    
მისთა უმჯობეს ხედვიდა. მაშინ მოკუდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკუდა ვახტანგ
Line of edition: 8    მეფე.

Line of edition: 9    
დაჯდა მეფედ ძე დავითისი გიორგი და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო
Line of edition: 10    
აბაზას ძე ნავროზ \ წარვიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად
Line of edition: 11    
ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს \ და ჰბრძოდა სასტიკად ოთხ
Line of edition: 12    
დღე. და მეხუთესა დღესა აღიღო იგი. მაშინ მოიყვანნა ორნი იგი ხატნი ფრიად
Line of edition: 13    
შუენიერნი.

Line of edition: 14    
მაშინ მეფემან გიორგი განილაშქრა მაღაროს და დიდად ევნო მათგან ვიწროთა
Line of edition: 15    
მათ ჴევთა სიმრავლითა საგორავისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კუალად მეორედ
Line of edition: 16    
წარვიდა დღეთა ყუელიერისათა და იყო სიცივე დიდი. და შიშისაგან საგორავისა
Line of edition: 17    
წარმოვიდეს გზასა მთისასა, რომელი იყო განყინევულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ
Line of edition: 18    
ინქრეოდა ცხენები, და კაცნი იგი მსგავსად მჴეცთა შესვარულნი სისხლისა მოსდევდეს.

Line of edition: 19    
ხოლო შალვა მისა ამას ლაშქრობასა არა იყო მუნ, არამედ ძენი ხოლო მისნი იყვნეს.

Line of edition: 20    
რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი.

Line of edition: 21    
მაშინ შალვა წარვიდა ლაშქრითა თჳსითა, მივიდა და დასხა უმჯობესი ლაშქარი
Line of edition: 22    
მზირად ღამე, და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა. და მოწვა და მოაოჴრა
Line of edition: 23    
ქუეყანა მათი, და არა-რა აიღო ლაშქარმან ალაფი თჳნიერ აბაჯრისა და წარმოვიდეს.

Line of edition: 24    
მაშინ მოუდგეს უკანა ლაშქარნი იგი მის ქუეყანისა და წარჴდეს მზირთა. და აღდგა
Line of edition: 25    
ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიწყუდინეს ადგილსა იწროსა.

Line of edition: 26    
და მოკლეს ორმეოცდათხუთმეტი კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კუალად შთავიდეს
Line of edition: 27    
და დადგეს, და მოაოჴრეს და დაწყეს ყოველი ქვეყანა მათი, და წარმოვიდეს გამარჯუებულნი
Line of edition: 28    
ალაფითა დიდითა, ქორონიკონსა ი~ზ, ქრისტეს აქეთ ჩ~სპდ.

Line of edition: 29    
ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპ\ყრესო და
Line of edition: 30    
დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქუა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.