ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 445

Page of edition: 445  Line of edition: 1    პიპა, გზასა ჴმელთასა მრავლითა ძღუნითა წინაშე ნისრელისა. და მივიდა პიპა წინაშე
Line of edition: 2    
ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცნა კლიტენი
Line of edition: 3    
იერუსალიმისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვივა, ჟამი აწირვინა
Line of edition: 4    
და ეზიარა, და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი
Line of edition: 5    
და ხატნი შუენიერნი, და წარმოვიდა მასვე გზასა ჴმელით და მოვიდა წინაშე მეფისა,
Line of edition: 6    
და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოველისა მისისა.

Line of edition: 7    
ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა.

Line of edition: 8    მაშინ მოადგა ოვსთა გორს მყოფთა და ბრძოდა სამ წელ. ხოლო ვირშელი და
Line of edition: 9    
ლაშქარი მისი უმჯობეს ბრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდეს ქებითა დიდითა,
Line of edition: 10    
რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგჳსათა და თქუეს: "უკეთუ ომსა გარეგანსა უმჯობეს
Line of edition: 11    
არიან, არამედ მივიდეთ მთასა ლომისისასა და მუნ შემებნენ ჩუენ, და იხილოთ
Line of edition: 12    
რომელნი უმჯობეს ვართ". მაშინ შექმნეს პაემანი და დაიმუქარნეს. და შემდგომად
Line of edition: 13    
გორისა აღებისა აუწყეს ერთი-ერთსა, და შევიდეს ვირშელი და ყოველი ლაშქარი
Line of edition: 14    
მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგჳსა მთისნი დადგეს ღოჯის-თავს, და აწუევდეს
Line of edition: 15    
ლომისასა, ხოლო იგინი ტყესა ციხესა ღოჯის-თავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა
Line of edition: 16    
განეშორნეს.

Line of edition: 17    
მაშინ მივიდა დავით ძე გიორგისი და არა. ჩაუშვნა ომად, არამედ განყარნა ყოველნი \
Line of edition: 18    
თავის-თავ, და წარვიდეს ყოველნი აზნაურნი ქართველნი თჳნიერ სამთა მათ
Line of edition: 19    
ჴევთა. მაშინ წარმოვიდა ვირშელი და შთამოვიდა ვაჩედ. ხოლო ლაშქარი \ წყაროთა,
Line of edition: 20    
მუხათა და წისქვილთა თანა გუერდსა მას შთამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა
Line of edition: 21    არაგჳსათა, წარმოუდგეს უკანა მათსა და გამოვიდეს ლომისას. ხოლო დავით
Line of edition: 22    ძე მეფისა მუჴლთა დაუყრიდა, და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსუენებდეს და ევედრებოდეს,
Line of edition: 23    
რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა
Line of edition: 24    
მოსძახდეს და საგორავისა სიმრავლესა ჩამოჰყრიდეს. მაშინ ვირშელმან შეკრიბნა მცირედნი
Line of edition: 25    
იგი ლაშქარნი სამისა ამის ქვეყნისანი და რქუა: "მათ აწ არღარა იქმნების ომი,
Line of edition: 26    
რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩუენი, არამედ კულა შევყაროთ ლაშქარი ჩუენი და მაშინ
Line of edition: 27    
ვებრძოლნეთ მათ". ხოლო არა ინებეს ესე მცირეთა მათ ლაშქართა, არამედ თქუეს:
Line of edition: 28    
"მამანი ჩუენნი მცირედნი მძლავრობდიან მამათა მათთა დიდთა და მრავალთა, და
Line of edition: 29    
უკეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩუენთანი, რასათჳს გუაქუს მამული მათი?".

Line of edition: 30    
მაშინ განიშიშულეს ფერჴები მათი და წარიძღუანეს დროშა და აღმართეს ორსა
Line of edition: 31    
მას ქედსა მთასა ლომისისასა. და ჩამოეგებნეს ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.