ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 460

Page of edition: 460  Line of edition: 1    და ვითარცა ესეა საქმე ესე მძლავრსა მას ლანგ-თემურს სიკუდილი მეფისა ბაგრატისა
Line of edition: 2    და გამეფება ძისა მისისა გიორგისა, კუალად აღივსო შურითა და რისხვითა
Line of edition: 3    
დაუპყრობელითა, რამეთუ ესეოდენი ბოროტი და უკეთურება არა მოეწყინა, და არცა
Line of edition: 4    
დააცხრო გულისწყრომა თჳსი; მაშინ გამოაყენა მეწინავეთ სარდალი თჳსი სახელით
Line of edition: 5    
ყარალათი, და შემდგომად თჳთცა წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა.

Line of edition: 6    
\ ხოლო განსცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა და დასცალნა სალარონი
Line of edition: 7    
და საჭურჭლენი თჳსნი ყოველნივე, და ესრეთ დაიერთგულნა სპანი თჳსნი. და აღაზრზინნა
Line of edition: 8    
იგინი, ვითარცა მჴეცნი, განრყუნად ქრისტეს სამწყოსთა, და იღრჭენდეს შეგინებულთა
Line of edition: 9    
კბილთა მათთა ქრისტეს შემოსილსა მეფესა ზედა. მაშინღა წარმოემართა
Line of edition: 10    
და მოიწია ყარაბაღს საშინელებითა და დიდძალითა ბანაკთა სიმრავლითა, რამეთუ
Line of edition: 11    
ვერ \ იტევდა ვერცა ქალაქნი და ვერცა დაბანი სპათა მისთა, არამედ სიმრავლისაგან
Line of edition: 12    
სპათასა არა იყო რიცხვი. და ესრეთ წარმოვიდა გულისწყრომით აღძრული, და მოიწია
Line of edition: 13    
მზღვართა საქართველოსათა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო წარავლინა კაცი ერთი
Line of edition: 14    
და მიუწერა მეფესა გიორგის ესრეთ, ვითარმედ:
Line of edition: 15    
"მამამან ძენმან მეფემან ბაგრატ, არა სარწმუნო ქმნილმან მორჩილებისა ჩემისამან,
Line of edition: 16    
ქმნა ბოროტი და ზაკჳთ განხეთქა ზოგი მეფობისა ჩემისა, და ვითარცა ქურციკი
Line of edition: 17    
საბრჴით განერა მახეთაგან ჩემთა, და მოსრა პირითა მახჳლისათა სპანი ჩემნი
Line of edition: 18    
რჩეულნი, რიცხვით თორმეტი ათასი, რომელ \ არცაღათუ ერთი განერა. და უკეთუ
Line of edition: 19    
შემდგომად ამისა სარწმუნო თუმცა ქმნილიყო მორჩილებად ჩემდა, არამცა მეძიებელ
Line of edition: 20    
ვიყავ შურისა მის პირველისა, არამედ, ვინათგან აწ შენ დაგიპყრიან საქართველო
Line of edition: 21    თჳნიერ ბრძანებისა ჩერსა, რამეთუ ქუეყანა ესე ჴრმლითა ჩემითა დამიპყრიეს და
Line of edition: 22    
ბრძანებელსა ქუეშე ჩემსა არს, აწვე მოვედ ჩემდა და იყავ მორჩილ ბრძანებისა,
Line of edition: 23    
ეგრეთ, ვითარცა არს წესი მონათა თჳსთა უფალთა ზედა. \ და მეცა კეთილის-მოქმედ
Line of edition: 24    
ვიყო შენდა მომართ, და იყოს მშჳდობა ურთიერთას შორის ჩუენსა. ხოლო უკეთუ არა
Line of edition: 25    
ინებო მორჩილება ჩემი ვყო მრავლი ბოროტი შენ ზედა და თემთა შენთა ზედა
Line of edition: 26    
უძჳრეს პირველისა, და ესრეთ სრულიად იავარ ვყო სამეფო შენი".

Line of edition: 27    
მაშინ, ვითარცა ესმა ესე მეფესა გიორგის, განბასრა ამპარტავანება და ქედმაღლობა
Line of edition: 28    
მისი, და შეითუალა მეტყუელმან ესრეთ:
Line of edition: 29    
"დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროს სჯულითა, და არა უწყი წინასწარმეტყუელთა
Line of edition: 30    
მიერ თქმული, თუ ვითარ იტყჳს: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო
Line of edition: 31    
მდაბალთა მოსცის მადლი ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს
Line of edition: 32    
ვარ, არცა უდარეს. არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.