ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 459

Page of edition: 459  Line of edition: 1    ვერღარა ძალ-ედვათ ქართველთა წინაგანწყობა მათი დიდსა სიმაშურალისაგან, და
Line of edition: 2    
არცაღა იარაღი შერჩომოდათ, არცაღა ცხენთა მათთა ძალედვა სრბა. რამეთუ მე ეგრეთ
Line of edition: 3    
ვერ ძალ-მიძს აღწერად, და შესხმა ქებისა სიმჴნე-აჴოვნებათა მათ ჭაბუკთა ქართველთასა,
Line of edition: 4    ვითარ-იგი სპარსთა წიგნთა შინა წერილ არ; ქება სპათა ქართველთასა. მაშინ
Line of edition: 5    
უკუნ იქცა მეფე ბაგრატ და ქართველნი და მიჰმართეს სიმაგრესა მთათასა, და დევნა
Line of edition: 6    
უყო უკანა მათსა ლანგ-თემურ და სრულიად სპათა მისთა.

Line of edition: 7    
ხოლო წინათვე წარსულ იყვნეს ხიზანნი საქართველოსანი სიმაგრეთა შინა,
Line of edition: 8    
რომელნიმე მთათა შინა კავკასიისათა, რომელნიმე სხუათა სიმაგრეთა მიმართ იმერთასა,
Line of edition: 9    და არღარავინ დაშთა საქართველოსა, არცა იპოვებოდა ხიზანი შენობათა შინა,
Line of edition: 10    
ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს მთათა მიმართ.

Line of edition: 11    
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი მიისწრაფეს სიმაგრეთა შინა,
Line of edition: 12    
და წარვიდეს ქართველნიცა თჳს-თჳსად. მაშინ შემოვიდა საქართველოსა შინა რისხვითა
Line of edition: 13    
დაუპყრობელითა და, ვითარ იგი ჰგონებდა, ვერ მიემთხვივა ნებასა გულისთქმისა
Line of edition: 14    
თჳსისასა, ვერ პოვნა ხიზანნი. და მოვლეს ს\რულიად ქართლი, მოაოჴრეს და დაწვეს.

Line of edition: 15    
ყოველნივე შენობანი, და უფროსღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს
Line of edition: 16    
და დაწვეს ცეცხლითა. ესე მეორე ბოროტი მოაწია წმიდათა ეკლესიათა ზედა, და
Line of edition: 17    
შემდგომად მცირედისა ჟამისა წარვიდა ლანგ-თემურ და მიიქცა მუნვე ყარაბაღს, და
Line of edition: 18    
დაჰყო მუნ ჟამ რაოდენმე.

Line of edition: 19    
\ ხოლო მეფემან ბაგრატ კუალად იპყრა სამეფო თჳსი და განაგებდა კეთილად.

Line of edition: 20    
და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა სარწმუნოებასა და სინანულსა შინა მეფე ბაგრატ,
Line of edition: 21    და დაჯდა მის წილად მეფედ გიორგი ძე მისი ქრისტეს აქეთ [...]
Line of edition: 22    
და ამასვე ჟამსა მიიცვალა ყოვლად სანატრელი კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა
Line of edition: 23    
მის წილად კათალიკოზად გიორგი.

Line of edition: 24    და ყო გლოვა დიდი მეფემან გიორგი, და აღასრულეს წესი დაფლვისა. და შემდგომად
Line of edition: 25    
ამისა დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველივე საქართველოს იმერნი და ამერნი,
Line of edition: 26    
და მეფობდა ერთობით სრულიად საქართველოსა ზედა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.