ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 458

Page of edition: 458  Line of edition: 1    აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მჴეცქმნილობასა და სჯულისა \ სიმტკიცესა,
Line of edition: 2    
მკჳდრნო საქართველისანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება
Line of edition: 3    
და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათჳს საქართველოსა,
Line of edition: 4    რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მჴეცთა სრვა და შექცევა
Line of edition: 5    
ჯარაიასა შინა.

Line of edition: 6    
მაშინ მივიდეს ქართველნი სადა-იგი დაბანაკებულ იყვნეს პირველ შემოსლვადმდე
Line of edition: 7    
მათსა შენობათა შინა ქართლისათა. ესენი მიეგებნეს წინა, და მიეტევნეს სპანი
Line of edition: 8    
ქართველთანი, ვითარცა ლომი ჯოგთა მიმართ კანჯართასა, და ვითარცა მგელი
Line of edition: 9    
ჯარათა მიმართ თხათასა; და ეკვეთნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ
Line of edition: 10    
და ამიერ.

Line of edition: 11    
იჰა, მიხედეს რჩეულებსა და ქებულსა ჭაბუკთა ქართველთასა დღე და ღამე სიხარულისა
Line of edition: 12    
და განცხრომისა, და პირველსავე კუეთებასა ზედა მიდრიკნეს იგინი და
Line of edition: 13    
შეან\არცხეს ურთიერთას, ვითარცა შავარდენთა მიერ განქრეული გუნდი ჭილყუავთა,
Line of edition: 14    
ეგრეთ საგონებელ იყვნეს ბანაკნი ლანგ-თემურისნი. არამედ სიმრავლისაგან მათისა
Line of edition: 15    
ვერა აგრძნეს ბოლოდ კერძოთა მყოფთა ბანაკთა მისთა ესევითარი ძლიერი ბრძოლა
Line of edition: 16    
თხემსა რაზმთა წყობისა მათისასა. რამეთუ მაშინ ფრიად სანატრელ საგონებელ იყო
Line of edition: 17    
შორით მჭურეტელთა. კაცთა მიერ ახალმოასაკეთა მათ მოყმეთა ქართველთა ჭაბუკთა
Line of edition: 18    
სიქველე და მკჳრცხლ-მორბედობა, რომელი კმა იყო ძუელთაგანცა გოლიათთა და
Line of edition: 19    
ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მათ მიერ მივიდოდეს სიმწვავენი, და მკუეთებელნი
Line of edition: 20    
ისართანი, მფეთებელნი ჴრმალთანი, და მხეთქებელნი ოროლთანი, და უშრომელობანი,
Line of edition: 21    
და სიმაგრენი მკლავთანი. და ამას შინა განგრძელდა ომი.

Line of edition: 22    
ხოლო ლანგ-თემურისა მიერ პირველვე განწესებულ იყვნეს მცველნი რათა არავის
Line of edition: 23    
უტევებდენ მლტოლვარეთაგანსა. და მაშინღა შეკრბეს ზოგად ერთ გუნდად, რამეთუ
Line of edition: 24    
სიფიცხისაგან ომისა ფრიად შეძრწუნებულთა ეგულვებოდათ სივლტოლა და უკუნ
Line of edition: 25    
ქცევა. ხოლო ლანგ-თემურ აღირჩია განწირვა თავისა თჳსისა და სიკუდილი და არა
Line of edition: 26    
უკუნ ქცევა.

Line of edition: 27    
\ მაშინ იქადა მახჳლი და თჳთ განვიდა წინაგანწყობად, აღიზახა ჴმითა დიდითა
Line of edition: 28    
სპათა მიმართ თჳსთა. და განმჴნდეს სპანიცა მისნი, და მიეტევნეს მიმყოვრებასა თანა
Line of edition: 29    
ომისასა. რამეთუ სპანი ქართველთანი ფრიად დამაშურალ იყვნეს და დაელეწნეს აჯარნი
Line of edition: 30    
საომარენი, არამედ კუ\ალადცა ფიცხლად იბრძოდეს და სრვიდეს სიმრავლესა მათსა,
Line of edition: 31    
და დასთხევდეს სისხლსა მათსა, რომელ ყოველნივე მეწამულად იხილვებოდეს სპანი
Line of edition: 32    
ქართველთა, \ ცხენით კაცითურთ. და მოისრა ორკერძოვე ბანაკი ურიცხჳ, და უფროსღა
Line of edition: 33    
ხუთი ზომა სპანი ლანგ-თემურისნი მოისრნეს, რამეთუ განგრძობასა თანა ომისასა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.