ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 457

Page of edition: 457  Line of edition: 1    საწყაული იგი, რომელიცა მოუწყეეს საქართველთსა, ვითარცა იტყჳს დავით: "ასულო
Line of edition: 2    
ბაბილოვნისაო უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგის შენ მისაგებელი იგი,
Line of edition: 3    
რომელ შენ მომაგე ჩუენ" და შემდგომი.

Line of edition: 4    
ხოლო მოსრეს ყოველნი სპანი ლან-თემურისნი ვითარ
Line of edition: 5    
თორმეტი ათასი, და ერთიცა მათგანი არა განერა. და წარიღეს ქართველთა ნატყუენავი
Line of edition: 6    
და იავარი მათი. და იყვნენ სიხარულით და შვებით განმარ\ჯუებულნი და
Line of edition: 7    
უფროსღა მოხარულ იყვნენ ხილვისათჳს მეფისა ბაგრატისა და მის თანა მყოფთა
Line of edition: 8    
ქართველთასა, რამეთუ ესრეთ გამარჯუება მისცა ღმერთმან ქართველთა, რომელ თორმეტის
Line of edition: 9    
ათასის რჩეულის ლანგ-თემურისა სპისა მომსრველთა თორმეტი კაცი არა
Line of edition: 10    
დააკლდა მათ მიერ საქართველოსა ამა წყობათა შინა. მაშინ
Line of edition: 11    
ვითარცა მიესმა ლანგ-თემურს ამბავი ესრეთი, შეუძნდა ვითარმცა სრულიად
Line of edition: 12    
მიღებულ ქმნილიყო მისთჳს ყოველივე სახელმწიფო და განსაგებელი თჳსი,
Line of edition: 13    
იშთვებოდა სულითა და განიხერხებოდა შურითა, და იმძლავრებოდა ბოროტთა გულისსიტყუათაგან.

Line of edition: 14    
მაშინ დაღაიდუმა საქმე იგი. და დაიზამთრა მუნვე შაქის ბანაკითურთ
Line of edition: 15    
თჳსით, და იყო მუნ ჟამსა რაოდენსამე. და ვითარცა მოიწია თუე მარტისა, შემოკრიბნა
Line of edition: 16    
სიმრავლენი სპათანი, უმრავლესნი ზღჳსა ქვიშისა და უმეტესნი პირველთასა.

Line of edition: 17    
მაშინ მოუწოდა შარვან-შაჰს ბანაკითურთ თჳსით, და მოვიდა იგიცა სპითა ურიცხჳთა,
Line of edition: 18    
და წარმოვიდა ლანგ-თემურ ძალითა მრავლითა და საშინელებითა ზარის-საჴდელითა,
Line of edition: 19    
საყვირითა და დაბ-დაბთა ცემითა და ბუკთა ტკრციალითა. და ესრეთ მოიწია
Line of edition: 20    
ბარდავს, და მუნ დაუტევნა საჭურჭლენი და ბარგნი, სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა,
Line of edition: 21    
და დაარჩინნა სპანი მეომარნი. და ესრეთ წარმოემართა და მოიწია მდინარესა
Line of edition: 22    
მას ზედა მტკუარსა, და გასდვა ჴიდი ნავებითა, და განვლეს მას ზედა, რამეთუ მას
Line of edition: 23    
ჟამსა იყო \ გაზაფხულის პირი, და წჳმდა, და მოსთოვდა მთათა ჰაეროვნებისაგან, და
Line of edition: 24    
არღარა ჰყოვნეს მუნ, არამედ მოისწრაფეს შენობათა შინა.

Line of edition: 25    
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი შემოიკრიბ[ნ]ა სპანი საქართველოსანი,
Line of edition: 26    რომელთა მინდობითა და სარწმუნოებისა ღმრთისათა არა ჰრიდეს სიკუდიდ
Line of edition: 27    
განწირვად თავთა მათთა, დაღაცათუ უმრავლეს იყვნეს იგინი უმეტეს ასითა ათასითა
Line of edition: 28    
ზომითა, არამედ არა შეშინდეს, არცა მომედგრდეს. ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან
Line of edition: 29    
მისმან გიორგი და ერთგულთა სპათა მისთა ქართველთა მყის მიისწრაფეს მათდა
Line of edition: 30    
მიმართ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.