ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 456

Page of edition: 456  Line of edition: 1    ლანგ-თემურისნი თორმეტი ათასი. და ესრეთ იქმნა წინაუკმო აღრჩევა ესე მეფისა
Line of edition: 2    
ბაგრატის, ვითარცა. პირველ აქიტოფელი აბესლომისათჳს და ესე არათუ
Line of edition: 3    
თანა-განმზრახ იქმნა საქმედ სიბილწისა, არამედ შურის ძიებისათჳს პირველთა
Line of edition: 4    
მათ სიბოროტეთა და უკეთურებათა ლანგ-თემურისათა, რომელი ჰყო საქართველოსა
Line of edition: 5    შინა.

Line of edition: 6    
მაშინ წარმოემართა და მიიწია არეთა და მზღვართა საქართველოსათა და იმარჯუებდა
Line of edition: 7    
ჟამსა, თუ ვითარძი საბრჴე უდგას სპათა ლანგ-თემურისთა. ხოლო ჟამსა მას
Line of edition: 8    
დაეპყრა სრულიად საქართველო გიორგის, ძესა პირმშოსა ბაგრატისასა. მაშინ წინააღრჩევით
Line of edition: 9    
იდუმალ წარავლინა მეფემან ბაგრატ კაცი ერთი მჴედართაგანი, სარწუნო
Line of edition: 10    
გულისა თჳსისა, მალემსრბოლად წინაშე ძისა თჳსისა გიორგისა, და მიუწერა ესრეთ:
Line of edition: 11    
"განვერი საბრჴისა მისგან ლანგ-თემურისა ძალითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა;
Line of edition: 12    
და აწ მოვალ შურისგებად და ძიებად პირველთა სიბოროტეთა, რომელი ჰყო მან
Line of edition: 13    
ჩუენ \ ზედა და საქართველოსა ზედა. აწ ესერა მომყავს სპანი ლანგ-თემურისნი, კაცი
Line of edition: 14    
ვითარ თორმეტი ათასი, დიდად რჩეულნი და წარჩინებულნი მისნი, სავსენი განძითა
Line of edition: 15    
და საჭურჭლითა მრავლითა. და ესე იყო წადილი და სურვილი სვინიდისისა ჩემისა
Line of edition: 16    
ესრეთ".

Line of edition: 17    
და ვითარცა მიუმცნო ძესა თჳსსა გიორგის, მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით,
Line of edition: 18    და ესმა დვალთაგან ღალატი ქსანთ ერისთვისა. \ განრისხნა და განილაშქრა
Line of edition: 19    
მათ ზედა, და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა, და იწყო ტყუენვა და აოჴრება მათი, და
Line of edition: 20    
მოაოჴრა სრულიად დვალეთი.

Line of edition: 21    მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და შემოკრიბნა ყოველნივე, და წარმოემართა
Line of edition: 22    
და მოვიდა და დაიბნაკა ერთსა ვიწროთაგანსა გზასა სიმაგრისასა, სადაცა
Line of edition: 23    
\ წინასწარ ბირებულ იყო მეფისა ბაგრატის მიერ. ხოლო ოდეს მოიწია მეფე ბაგრატ
Line of edition: 24    ადგილსა მასა სადა-იგი მზირად განწყობილ იყვნენ უქმნეს წინაუკანა სპათა ლანგ-თემურისთა.

Line of edition: 25    მაშინ მიეტევვეს ქართველნი ვითარცა ხანძარი აღტყინებული ქართა
Line of edition: 26    
მიერ განძჳნებული მდელოთა ველისათა ანუ მაღნართა შინა. და ვითარცა ხე ცულითა,
Line of edition: 27    
დაკოდნეს ბეჭნი მათნი და პირითა მახჳლისათა მოსრნეს იგინი.

Line of edition: 28    
და მოიწია მათ ზედა რისხვა ღმრთისა საშინელი, ვითარცა-იგი ილოცა ეზეკია
Line of edition: 29    მეფემან ღმრთისა მიმართ სენექერემისთჳს, და გამოვიდა ანგელოზი უფლისა და
Line of edition: 30    
მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი კაცთაგან მთავართა.

Line of edition: 31    
ესევითარი რისხვა ღმრთისა მოიწია სპათა ზედა ლანგ-თემურისთა, და მიუწყუეს მათცა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.