ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 455

Page of edition: 455  Line of edition: 1    პირითა აღიარებდა სჯულსა მათსა, არამედ მტკიცედ ეგო გულითა მჴურვალითა სარწმუნოებასა
Line of edition: 2    
ზედა ქრისტესსა, და საიდუმლოდ თჳსგან ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა
Line of edition: 3    
მდუღარითა, რათა განტევებულ იქმნეს მათ მიერ.

Line of edition: 4    
მაშინ ქართველთა ყოველთავე დაატყვებინეს იძულებით სჯული მათი და მიიქცეს
Line of edition: 5    
სჯულსა მათსა, და უფროსღა მას ზედა მწუხარე იყო მეფე ბაგრატ მიდრეკისათჳს და
Line of edition: 6    
დატევებისა ქართველთა სჯულსა ქრისტეანობისასა. და ჟამსა მას დიდად სათნო უჩნდა
Line of edition: 7    
ლანგ-თემურს მეფე ბაგრატ, და უსმენდა და მორჩილებდა სიტყუასა მისსა, და არღარა
Line of edition: 8    
უფარვიდა საიდუმლოსა სვინიდისისა თჳსისასა, და იყო თანა-განმზრახი ლანგ-
Line of edition: 9    თემურისა.

Line of edition: 10    
ხოლო ჟამსა მას დაეპყრა ყოველივე აღმოსავლეთი ლანგ-თემურს, და არღარავინ
Line of edition: 11    
საეჭუელ უჩნდა წინააღმდგომი, ვინათგან მეფე ბაგრატ თანა-ჰყვა და სრულიად საქართველო
Line of edition: 12    საბრძანებელსა მისსა ქუეშე იყვნეს, და ესრეთ მოქადულ იყო დაპყრობისათჳს
Line of edition: 13    
საქართველოსა და მეფისა ბაგრატისა, რათამცა ჴელეწიფა პყრობად პირი ყოვლისა
Line of edition: 14    
ქუეყანისა, და ამისთჳს დიდად პატივ\ცემულ იყო მის მიერ.

Line of edition: 15    
ხოლო დღესა ერთსა, ოდეს იყვნეს მხოლოდ თჳსაგან თჳთმპყრობელი მძლავრი
Line of edition: 16    
ლანგ-თემურ და მეფე ბაგრატ და ზრახვიდენ ურთიერთას, მაშინ რქუა მეფემან ბაგრატ
Line of edition: 17    ლანგ-თემურს სიტყჳთა ლიქნითა: "ვინათგან ესრეთ ვსცან სიმტკიცე სჯულისა თქუენისა,
Line of edition: 18    
და აწ მეცა სარწმუნო მიჩნს \ და ესრეთ მნებავს, რათამცა სრულიად მორჩილ
Line of edition: 19    
იყვნე სჯულისა თქუენ სამკჳდრნი საქართველოსანი. და უკეთუ გნებავს მოქცევა მათი
Line of edition: 20    
სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი და მე წარვალ სამეფოსა
Line of edition: 21    
ჩემსა საქართველოსა, და მე მოვხადო ყოველთავე მკჳდრთა ქართლისათა: დიდებულთა
Line of edition: 22    
და მცირეთა, მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სუანთა და აფხაზთა -- ამათ ყოველთავე
Line of edition: 23    
მე დავარწმუნო სჯული თქუენი, და იგინი ვყვნე მოხარკე და მორჩილ ბრძანებისა
Line of edition: 24    
თქუენისა.

Line of edition: 25    
მაშინ ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, დიდად მხიარულ იქმნა, და სარწმუნო
Line of edition: 26    
იქმნა განზრახვასა მისსა ზედა კუალად უმეტესად პატივ-სცა და მიანიჭა საბოძვარი
Line of edition: 27    
დიდძალი, განძი და საჴელმწიფო საჭურჭლე. და აღამზადა სპანი, რჩეული კაცი
Line of edition: 28    
თორმეტი ათასი და უჩი\ნა მათ სარდალი და ათასისთავნი. და ამცნო მათ ლანგ-თემურ,
Line of edition: 29    რათა მორჩილებდენ მეფესა ბაგრატსა და არა ურჩ ექმნენ სიტყუასა მისსა.

Line of edition: 30    
ხოლო წარმოვიდა მეფე ბაგრატ, და მის თანა მყოფნი ქართველნიცა, და სპანი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.