ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 506

Page of edition: 506  Line of edition: 1    ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა
Line of edition: 2    
მახჳლისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი,
Line of edition: 3    
და მრავალნი ხატნი და ჯუარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი,
Line of edition: 4    
და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგნი.

Line of edition: 5    
ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული
Line of edition: 6    
მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე მუნებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად
Line of edition: 7    
ქართლსა ზედა სპითა ურიცხჳთა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო.

Line of edition: 8    
წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოჴრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთჳსისასა
Line of edition: 9    და ვერა აღიღო; და აღუთქუა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი,
Line of edition: 10    
და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა
Line of edition: 11    
დაინდო: რომელნიმე ამოსწყჳდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა
Line of edition: 12    
თჳსსაზედა, სხუანი მრავალნი ტყუედ ჰყო.

Line of edition: 13    
მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი, რამეთუ ფრიად
Line of edition: 14    
მოსურნე იყო წინაგანწყობად \ ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ
Line of edition: 15    
იყო ჩუეულება მისი -- მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა
Line of edition: 16    
შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყჳდნა.

Line of edition: 17    
ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს,
Line of edition: 18    
და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, \ და
Line of edition: 19    
იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა
Line of edition: 20    
იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხუანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი.

Line of edition: 21    
ამისთჳს გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს
Line of edition: 22    
ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიჴოცნენ, და ციხის აღება
Line of edition: 23    
გაძნელდა, ამისთჳს რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც
Line of edition: 24    
სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი,
Line of edition: 25    ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკუდილის შიშით იმან უთხრა:



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.