ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 505

Page of edition: 505  Line of edition: 1    \ ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხჳთა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა
Line of edition: 2    
შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქუა არა მოჴსენებად
Line of edition: 3    
ძჳრსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად
Line of edition: 4    
განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.

Line of edition: 5    
მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა,
Line of edition: 6    
შაქისი მოაოჴრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქისი, და გარე-მოადგეს ციხესა მას,
Line of edition: 7    
რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო
Line of edition: 8    
გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა
Line of edition: 9    
უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯუა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად,
Line of edition: 10    
და შემოიქცა გამარჯუებული, და მოართუა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო
Line of edition: 11    
უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თჳსად კახეთს.

Line of edition: 12    მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა
Line of edition: 13    
კუალად ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოჴრა სრულიად ტფილისი
Line of edition: 14    და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თჳსნი და ვერა-რა ავნო მეფესა
Line of edition: 15    
ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა
Line of edition: 16    
ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა
Line of edition: 17    
სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყურობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა
Line of edition: 18    
ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართუა ასული, რომელი
Line of edition: 19    
იყო მეყჳსი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი
Line of edition: 20    
ცოლად, და დიდად საყუარელ უჩნდა ქალი იგი, და მიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ
Line of edition: 21    
ათაბაგისა.

Line of edition: 22    
სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თჳსი და მიუჴდა ათაბაგსა, და
Line of edition: 23    
წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოჴრა და წარმოვიდა გამარჯუებული. ხოლო
Line of edition: 24    
ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ \
Line of edition: 25    
იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს,
Line of edition: 26    ქორონიკონსა ს~მდ.

Line of edition: 27    
ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი
Line of edition: 28    
აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი
Line of edition: 29    
სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე
Line of edition: 30    
თჳსი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და
Line of edition: 31    
რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და განსდევნნა
Line of edition: 32    
იგინი, და თჳთ დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.