ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 504

Page of edition: 504  Line of edition: 1    ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათჳს
Line of edition: 2    
ძმისა თჳსისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს
Line of edition: 3    
სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითჳსნეს
Line of edition: 4    
ურთიერთას და იქენა მშჳდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ,
Line of edition: 5    ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავ\ხოელნი და წარვიდა საღალატოდ
Line of edition: 6    
დადიანის გიორგისა. აგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა,
Line of edition: 7    
და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან
Line of edition: 8    შეუთუალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: საჯავა\ხო"
Line of edition: 9    შენთჳს დაგჳნებებია და დათულიას უღალატეო".

Line of edition: 10    
ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყუევა უზურგეთს,
Line of edition: 11    და თჳთ დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთუალეს გურიელს სიკუდილი დათულიასი, და
Line of edition: 12    
გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: "შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო,
Line of edition: 13    
შენ მოკალო". და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად
Line of edition: 14    
მოკუდა დადიანი გიორგი, და კუალად დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დაშთა
Line of edition: 15    
დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან,
Line of edition: 16    წაართუა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყუევა,
Line of edition: 17    
და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყუეობასა, შეწუხდა ყრმა იგი
Line of edition: 18    
განშორებისათჳს დედისა თჳსისა, და გარდმოიგდო თავი თჳსი ციხისა მისგან და
Line of edition: 19    
ესრეთ აღესრულა იგი.

Line of edition: 20    
ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა
Line of edition: 21    ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ \ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოჴრება
Line of edition: 22    
ქუეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა
Line of edition: 23    ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი
Line of edition: 24    
სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთუალა
Line of edition: 25    
ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევან
Line of edition: 26    შაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას
Line of edition: 27    
ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მიუჴდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო
Line of edition: 28    
შაქისი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად,
Line of edition: 29    
და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი
Line of edition: 30    
ლევან.

Line of edition: 31    ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თჳსი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი
Line of edition: 32    
შეიყარა სპა თჳსი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა
Line of edition: 33    
იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფმვ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.