ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 503

Page of edition: 503  Line of edition: 1    ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი
Line of edition: 2    
აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.

Line of edition: 3    ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა.

Line of edition: 4    
მაშინ წარავლინა მოციქული ხუეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათჳს
Line of edition: 5    
ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.

Line of edition: 6    ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თჳსსა ჯავახ
Line of edition: 7    ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან,
Line of edition: 8    და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა
Line of edition: 9    
და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან
Line of edition: 10    შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასუეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.

Line of edition: 11    \ მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა
Line of edition: 12    
გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თჳსი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა.

Line of edition: 13    ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და მუნ შემოება
Line of edition: 14    
დადიანი და გაემარჯუა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასუა დადიანად მამია,
Line of edition: 15    და წარვიდა გურიელი სახიდ თჳსად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი
Line of edition: 16    
აფხაზთანი და წარმოემართა. \ და კუალად მოუვიდეს ჯიქ\ნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა.

Line of edition: 17    მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას.

Line of edition: 18    
კუალად გაემარჯუა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.

Line of edition: 19    ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ
Line of edition: 20    
აღუთქუა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესუა ცოლად გიორგის,
Line of edition: 21    მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კუალად ჰყვანდა
Line of edition: 22    
გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კუალად მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი
Line of edition: 23    
სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და
Line of edition: 24    
ესე უმცირესი ასული ჩერქეზი\ს ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა
Line of edition: 25    
იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: "ვინათგან
Line of edition: 26    
დადიანსა ნებავს გაერთება ჩუენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათჳს,
Line of edition: 27    
ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშჳდობა
Line of edition: 28    
ჩუენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყუარე და ქვისლი თქუენი და ჩემი".

Line of edition: 29    
მაშინ დაურთო ნება და აღუთქუა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა
Line of edition: 30    
აქუნდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა
Line of edition: 31    
მიცემა აღუთქუა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული
Line of edition: 32    
იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.