ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 508

Page of edition: 508  Line of edition: 1    ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ.

Line of edition: 2    
და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხუათა ყმობის თქმა
Line of edition: 3    
არა იკადრა.

Line of edition: 4    
ამისთჳს შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც
Line of edition: 5    
მოამშჳდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხუეწა, ამისთჳს რომე ცოტას
Line of edition: 6    
შემოებმოდა, ამოსწყუედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე
Line of edition: 7    
წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს
Line of edition: 8    
მოოჴრება საქართველოსი.

Line of edition: 9    ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთჳსცა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი,
Line of edition: 10    
და დაუწყო ჴდომა და რბევა, და ამოსწყჳდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ
Line of edition: 11    
კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართუა, და განდევნა, და
Line of edition: 12    
დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, თჳნიერ ტფილისისა
Line of edition: 13    ციხისა.

Line of edition: 14    
შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების \ მცველად \ დაეყენებინა, და
Line of edition: 15    
რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა
Line of edition: 16    
და მეფეზე წარმოვიდა.

Line of edition: 17    
რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, \ იქითგან
Line of edition: 18    
შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი
Line of edition: 19    
ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი
Line of edition: 20    
შვილები მოიჴმო და ასრე უთხრა: "სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო,
Line of edition: 21    
რომ უსაცილოდ ჩუენ გავიმარჯუებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ
Line of edition: 22    
ომში მე მომკვლენო, და ჩეეს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო".

Line of edition: 23    
მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ
Line of edition: 24    
უხუცესსა შვილსა სვიმონს ჴელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: "ჴელმწიფობა ამისთჳს
Line of edition: 25    
მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო" და შვილთაც ასე უანდერძა: "უფროს ძმას
Line of edition: 26    
დაემორჩილენითო" და ყველას უბრძანა, და ფერჴთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და
Line of edition: 27    
ასრე ანდერძი დაუგდო: "ჩემის სიკუდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკუდილის
Line of edition: 28    
ჴმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო.

Line of edition: 29    
ჩემს გლოვა-ტირილს დაეჴსენითო, ქუეყნის შენახვას გაფრთხილდითო".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.