ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 509

Page of edition: 509  Line of edition: 1    რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოაჴსენეს:
Line of edition: 2    
"რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო".

Line of edition: 3    
ეს სიტყუა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: "დღეს-აქამომდე
Line of edition: 4    
ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს
Line of edition: 5    
პირი ავარიდოო" ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას
Line of edition: 6    
სიკუდილი არჩია.

Line of edition: 7    
და რა სულთან შავერდი რა\ზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი
Line of edition: 8    
მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თჳსი სვიმონ,
Line of edition: 9    და მივიდა სვიმონ სპითა თჳსითა მეწინავედ, და \ თჳთ მეფე უკან-კერძო მდგომარე
Line of edition: 10    
იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი.

Line of edition: 11    
რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა
Line of edition: 12    
ლომი განძჳნებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა
Line of edition: 13    
ქართველთა, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი,
Line of edition: 14    
და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს
Line of edition: 15    
ზოგად წარსლვა, არამედ დასწყჳდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა
Line of edition: 16    
და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.

Line of edition: 17    ხოლო მაჰმად სულთან სპითა თჳსითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული,
Line of edition: 18    
და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა
Line of edition: 19    
კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმჴნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა
Line of edition: 20    
მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი.

Line of edition: 21    
და კუალად იქმნა ბრძოლა ძლი\ერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და
Line of edition: 22    
მოსწყჳდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.

Line of edition: 23    ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა აქუნდა ოროლი ჴელთა, რამეთუ
Line of edition: 24    
შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თჳსი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად
Line of edition: 25    სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. \ კუალად მიეტევა სხუასა. რამეთუ ყოველივე
Line of edition: 26    
საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თჳნიერ საჭურველისა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.