ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 510

Page of edition: 510  Line of edition: 1    და რა მისდევდა სხუასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და
Line of edition: 2    
შთაუვარდა ფერჴი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუჴდა ყიზილბაში
Line of edition: 3    ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახჳლი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკუდინედ,
Line of edition: 4    
შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს
Line of edition: 5    
ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე
Line of edition: 6    
ამოსწყჳდნეს.

Line of edition: 7    
მაშინ სვიმონს გამარჯუებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის,
Line of edition: 8    და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს \ საქმე ესე,
Line of edition: 9    
და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს.

Line of edition: 10    
ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.

Line of edition: 11    
და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე
Line of edition: 12    
წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე.

Line of edition: 13    
და აღიღეს წმიდა გუამი მისი და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას ღ(ვ)თივ-აღმართებულსა
Line of edition: 14    
სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა
Line of edition: 15    
ს~მვ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიზ.

Line of edition: 16    
და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი
Line of edition: 17    
ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით
Line of edition: 18    გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს
Line of edition: 19    ემსახურებოდენ. მაშინ დაემზახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა
Line of edition: 20    
ლევან ასული თჳსი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ
Line of edition: 21    და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.

Line of edition: 22    ქორონიკონსა ს~მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს
Line of edition: 23    
თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა
Line of edition: 24    
თჳსსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს
Line of edition: 25    
ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და
Line of edition: 26    
ქალაქს მოსაშუელებლად წარმოვიდა.

Line of edition: 27    
მიშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა
Line of edition: 28    
ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თჳსსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა
Line of edition: 29    
მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თჳსითა და შემოიყარა ციხედიდს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.