ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 511

Page of edition: 511  Line of edition: 1    მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს
Line of edition: 2    
ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოჴერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი,
Line of edition: 3    და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა
Line of edition: 4    
ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ,
Line of edition: 5    
ამისთჳს რომე \ არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან
Line of edition: 6    წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.

Line of edition: 7    \ ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა
Line of edition: 8    
მუხათგუერდისასა, გარდაჴდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კუალად
Line of edition: 9    
მუნ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა
Line of edition: 10    მუხათგუერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოჴდეს, და ის ხანდაგი
Line of edition: 11    
გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ
Line of edition: 12    რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და
Line of edition: 13    
ცემა გაჴშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი
Line of edition: 14    
ყიზილბაში მოკლეს.

Line of edition: 15    
და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ
Line of edition: 16    ასრე უთხრა: "გზა შორსა გუაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან
Line of edition: 17    
დაგუეწევიან და დაგუჴოცენო. მუხანათობით სიკუდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით
Line of edition: 18    
ომში ამათვე შევაკუდეთო". ყველამ "ჰალა, ჰალა" დაიძახეს, და შეუტივეს
Line of edition: 19    
ჴმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ,
Line of edition: 20    
მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკუდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან
Line of edition: 21    
შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა
Line of edition: 22    
ინაღვლეს რა, მკუდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშუეს. ამაზედ
Line of edition: 23    
ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და
Line of edition: 24    
ყიზილბაშთ გაიმარჯუეს, და სხუანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურ\ნი
Line of edition: 25    
ქართლისანი უფროსღა მოსწყჳდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს
Line of edition: 26    
ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფო, ქორონიკონსა ს~მთ.

Line of edition: 27    
იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სჳმონ თავისის ლაშქრით
Line of edition: 28    
გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს.

Line of edition: 29    
შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათჳს ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და
Line of edition: 30    
ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყუარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის.

Line of edition: 31    
მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ
Line of edition: 32    
ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.