ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 512

Page of edition: 512  Line of edition: 1    და საყუარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო,
Line of edition: 2    
იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.

Line of edition: 3    
ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან
Line of edition: 4    მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით,
Line of edition: 5    \ და შემოსწყრა ძმასა თჳსსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა.

Line of edition: 6    
ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ჴელმწიფეს მოაჴსენეს, დიდად იამა, და
Line of edition: 7    
სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი
Line of edition: 8    თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთჳს უფრო
Line of edition: 9    
დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თჳსსა
Line of edition: 10    
სიახლოვეს დაისუა, და ვითაც ჴელმწიფესა ქუეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და
Line of edition: 11    
ზედ დასუეს. და მი\სი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ.

Line of edition: 12    
და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და
Line of edition: 13    
მისთანანიცა დაათათრეს და საჴელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის
Line of edition: 14    
თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და
Line of edition: 15    
უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და
Line of edition: 16    
სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე
Line of edition: 17    
თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თჳთოს
Line of edition: 18    
ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის
Line of edition: 19    
ციხეში.

Line of edition: 20    
მაგრამ მეფე სვიმონ არ ეჴსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის
Line of edition: 21    
აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ \ ლაშქარი შეიყარა
Line of edition: 22    
საქართველოს ცხენოსან-ქუეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ
Line of edition: 23    
ჩ~ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი,
Line of edition: 24    იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას
Line of edition: 25    
საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს.

Line of edition: 26    იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე,
Line of edition: 27    
ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს.

Line of edition: 28    
დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე
Line of edition: 29    
ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.