ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 514

Page of edition: 514  Line of edition: 1    ხოლო შეიყარა სპანი ურიცხუნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ
Line of edition: 2    
წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს
Line of edition: 3    
ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან
Line of edition: 4    იტვირთა სისხლი მათი და წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ თჳნიერ
Line of edition: 5    
მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.

Line of edition: 6    
მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს,
Line of edition: 7    რამეთუ მუნ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა.

Line of edition: 8    მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და
Line of edition: 9    
მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კუეთებასა ზედა. და განმჴნდეს სპანი ქართველთანი
Line of edition: 10    მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.

Line of edition: 11    
ამას \ შინა მოუჴდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად
Line of edition: 12    
ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კუალად სილაღით მიეტევა
Line of edition: 13    
სხუათა, და განშორდა სპათა თჳსთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა
Line of edition: 14    
ყიზილბაშთა: "ესე არს მეფე სვიმონო" ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე,
Line of edition: 15    
და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს~ნზ, და ვერა სცნეს
Line of edition: 16    
ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს,
Line of edition: 17    
და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშურალნი
Line of edition: 18    
ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი \ არღარა აქუნდათ, ყოველივე შეემუსრათ.

Line of edition: 19    
მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს
Line of edition: 20    
დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს.

Line of edition: 21    შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი,
Line of edition: 22    
და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ
Line of edition: 23    
მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთჳსცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი,
Line of edition: 24    
და ტყუე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.

Line of edition: 25    ქორონიკონსა ს~ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ~ა თებერვალს ი~გ
Line of edition: 26    
გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთუეს კ~თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა,
Line of edition: 27    
მთოვარეს ბ~.

Line of edition: 28    
ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს
Line of edition: 29    
ყაზმინიდამა ღჳნობისთუეს კ~ბ, დღესა ხუთშაბათსა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.