ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 515

Page of edition: 515  Line of edition: 1    ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ~ფოე,
Line of edition: 2    
ქორონიკონსა ს~ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან
Line of edition: 3    
დაიპყრა კახეთი.

Line of edition: 4    ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრომირზა-ნაშობი
Line of edition: 5    შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ
Line of edition: 6    და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, \ და სამშობლოდ
Line of edition: 7    
ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს
Line of edition: 8    
უდებდენ, სძულობდენ.

Line of edition: 9    
და შემდგომად ლევანის სიკუდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ
Line of edition: 10    
ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩუეულება ესე
Line of edition: 11    
კახთა ძუელითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ
Line of edition: 12    და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თჳსნი კერძნი
Line of edition: 13    
კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა
Line of edition: 14    
ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა,
Line of edition: 15    და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.

Line of edition: 16    ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ჴევს ც\იხესა
Line of edition: 17    
შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისჴევს, და
Line of edition: 18    
ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან
Line of edition: 19    
და ამილახორმან ტყუეობა მეფისა სვიმონისა და სიკუდილი ცოლის ძმებისა
Line of edition: 20    
მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან
Line of edition: 21    
და ვეცხლის-მოყუარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს
Line of edition: 22    
საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა აქუნდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა
Line of edition: 23    
ნესტან-დარეჯანისა, და მიმოაქუნდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ
Line of edition: 24    
იტყოდეს სიტყუასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყჳან ანდაზად,
Line of edition: 25    
და არს სიტყუა ესე მაშინ თქმული: "ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო" და წარიღეს
Line of edition: 26    
ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.

Line of edition: 27    და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი
Line of edition: 28    
ფრიად კეთილი, \ და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა
Line of edition: 29    
სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.