ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 516

Page of edition: 516  Line of edition: 1    გელიყარისასა, შეემთხვია მუნ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღუა ყიზილბაშთა,
Line of edition: 2    ოდეს შეიპყრეს მეფე \ სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი
Line of edition: 3    იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და
Line of edition: 4    
მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თჳთვე ლექს\სა ამას:
Line of edition: 5    
ყორღანას-ძე" ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა".

Line of edition: 6    
ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ.

Line of edition: 7    და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ;
Line of edition: 8    და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან
Line of edition: 9    მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.

Line of edition: 10    
ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს.

Line of edition: 11    მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა
Line of edition: 12    
ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა
Line of edition: 13    
ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და
Line of edition: 14    
რქუა ალექსანდრეს და კახთა: "უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა,
Line of edition: 15    
იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა".

Line of edition: 16    ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.

Line of edition: 17    
ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი
Line of edition: 18    
მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს
Line of edition: 19    
კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ:
Line of edition: 20    
შალიკაშვილს" ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ
Line of edition: 21    
მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა
Line of edition: 22    
ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და
Line of edition: 23    
მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და
Line of edition: 24    
უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას".

Line of edition: 25    
ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღ(ვ)თო. ვითარცა ესმა საქმე
Line of edition: 26    
ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწ\მუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას
Line of edition: 27    
ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი
Line of edition: 28    
უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული
Line of edition: 29    
და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.