ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 517

Page of edition: 517  Line of edition: 1    ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა
Line of edition: 2    
მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა
Line of edition: 3    
სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა,
Line of edition: 4    
და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს \ ქუეყანა ჟამსა მას
Line of edition: 5    
და შერიგდენ.

Line of edition: 6    
მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა
Line of edition: 7    საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე,
Line of edition: 8    
რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.

Line of edition: 9    ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და
Line of edition: 10    
მიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშჳდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი
Line of edition: 11    
მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წა\რავლინა ძე თჳსი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა
Line of edition: 12    თანა, და წარატანა ძღუენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო
Line of edition: 13    
ურჩება ძისა თჳსისა ერეკლესი, რომელ "ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა".

Line of edition: 14    
მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თჳსსა,
Line of edition: 15    
და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.

Line of edition: 16    
შემდგომად ამისა გარდაჴდა მცირე რამე ხანი.

Line of edition: 17    
ქორონიკონსა ს~ჲდ: მაისსა ი~ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და
Line of edition: 18    
უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა
Line of edition: 19    
მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუჴდენ, აიდარმირზა
Line of edition: 20    მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყჳდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი
Line of edition: 21    
გაგზავნეს.

Line of edition: 22    
ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი
Line of edition: 23    ტყუედ იჯდა \ ციხესა ყალყაას დაგამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა
Line of edition: 24    
კ~ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ~ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.

Line of edition: 25    
და დასუეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.