ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 524

Page of edition: 524  Line of edition: 1    შენთჳს სამეფო შენი საქართველო და სხუაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე
Line of edition: 2    
საქართველო, რათა არა წარგჳღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ
Line of edition: 3    
საჴელმწიფოთა ჩუენთ". ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა
Line of edition: 4    
მეფე სვიმონ.

Line of edition: 5    და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ
Line of edition: 6    ერთის შვილითა და ბევრი ტყუე თან მოიტანა. \ ღჳნობის-თჳს \ ნახევარს მოვიდა;
Line of edition: 7    
ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო,
Line of edition: 8    
მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღჳნობის-თჳს ერთსა, პარასკევს დღესა,
Line of edition: 9    
მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშუა, წინათ
Line of edition: 10    
მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება, თჳთონ ლალა ფაშაც მოვიდა,
Line of edition: 11    
და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და
Line of edition: 12    
ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო.

Line of edition: 13    
შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყვა მოტყუებით
Line of edition: 14    
და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმდა.

Line of edition: 15    
სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა -- პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი
Line of edition: 16    
დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ
Line of edition: 17    
დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ
Line of edition: 18    
მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.

Line of edition: 19    მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა
Line of edition: 20    
და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ
Line of edition: 21    
ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხუეწნეს. და ქსნის ერისთვის მამული
Line of edition: 22    
ზოგი ბატონს \ ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს
Line of edition: 23    
მისცეს. და ამილახორის კასპი სუეტს ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი
Line of edition: 24    
სა\ხასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.

Line of edition: 25    
მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს
Line of edition: 26    
ჴელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყუედ ჩააგდო. ლალა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.