ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 525

Page of edition: 525  Line of edition: 1    ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა,
Line of edition: 2    
ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყჳდეს სადგერი, წმიდის გიორგის.

Line of edition: 3    განძი წაჴდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა
Line of edition: 4    
და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა \ კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ
Line of edition: 5    
დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.

Line of edition: 6    
მოუჴდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყჳდეს ლაშქარნი,
Line of edition: 7    
ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ჴელთ დარჩა. თათარხანი ჴელთ დაიჭირეს,
Line of edition: 8    
ყაზმინს ტყუედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა.

Line of edition: 9    
წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა, ისიც მოკლეს და
Line of edition: 10    
თათარხანიცა, ყაენმან დააჴოცინა.

Line of edition: 11    
ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკუდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი
Line of edition: 12    და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა,
Line of edition: 13    
და ბატონს ალექსანდრეს შეეხუეწა. იმან შეხუეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს
Line of edition: 14    
გაუგზავნა.

Line of edition: 15    
ქორონიკონსა ს~ჲზ: მარტს კ~გ პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ
Line of edition: 16    კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ~, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან
Line of edition: 17    
მოვიდა ამბავი, ბატონი თუალშუენიერი მარიამთბის-თჳს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს.

Line of edition: 18    
ღჳნობის-თჳს ა~, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყვანესო.

Line of edition: 19    
ჟამი შეიქმნა; მაისს ლ~ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის
Line of edition: 20    
ყუარყუარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიჴადა. ივნისს ი~თ ბატონი ბექა
Line of edition: 21    გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩუენში და არავის
Line of edition: 22    
რა დაუზიანდა.

Line of edition: 23    
მეორედ მოვიდა ლაშა თაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი
Line of edition: 24    
გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.

Line of edition: 25    
მარიამობის-თუეს კ~ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და
Line of edition: 26    
ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას
Line of edition: 27    
საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი
Line of edition: 28    
ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თჳს გ~ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი
Line of edition: 29    
განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი~ე წლისა და კ~ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ~.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.