ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 533

Page of edition: 533  Line of edition: 1    ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა \ რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა,
Line of edition: 2    
და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა
Line of edition: 3    
კუალად იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.

Line of edition: 4    
მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკჳტს,
Line of edition: 5    დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი,
Line of edition: 6    
რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა.

Line of edition: 7    
მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და
Line of edition: 8    
შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: "და იყოს დამონებულ და
Line of edition: 9    
მორჩილ ბრძანებისა თქუენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი
Line of edition: 10    
თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქუენისა, და ესრეთ ერთობით
Line of edition: 11    
დაიმკჳდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან".

Line of edition: 12    
ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიჴსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი,
Line of edition: 13    ვითარმედ: "რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა
Line of edition: 14    
დამდაბლება \ თავისა შენისა, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად
Line of edition: 15    
სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათჳს.

Line of edition: 16    
მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ. ვითარმედ: "ვერ
Line of edition: 17    
ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქუენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად
Line of edition: 18    
ჩუენდა, აჰა ჟამი სიმჴნისა თქუენისა".

Line of edition: 19    
სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე
Line of edition: 20    
თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ,
Line of edition: 21    
და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ
Line of edition: 22    და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან
Line of edition: 23    
დადიანისამან და მიეცა გამარჯუება ქართველთა ზედა.

Line of edition: 24    
რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა
Line of edition: 25    
შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგუარად გამოცდილი ბრძოლასა მინა
Line of edition: 26    
და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯუებოდა, მაშინ შეჯდებოდა
Line of edition: 27    
ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა.

Line of edition: 28    
და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე
Line of edition: 29    
თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო
Line of edition: 30    
ჩუეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშეილმან, რომელი
Line of edition: 31    
იყო კაცი ყრმა, ახალ-\ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოაჴსენა: "მეფეო.

Line of edition: 32    
რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქუენისა? ნუმცა მიხილავს თუალითა ჩემითა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.