ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 534

Page of edition: 534  Line of edition: 1    ლტოლვა მრავალჯერ გამარჯუებულისა და სახელოვანისა თავისა თქუენისა, და მე
Line of edition: 2    
აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო".

Line of edition: 3    
მაშინ მიეტევა გამარჯუებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო
Line of edition: 4    
კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან
Line of edition: 5    
სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა \ და გამარჯუება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა
Line of edition: 6    
და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.

Line of edition: 7    ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა,
Line of edition: 8    მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართუა
Line of edition: 9    
მეფესა სვიმონს შვილი თჳსი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს
Line of edition: 10    
და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა:
Line of edition: 11    
"დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო". და რაჟამს ოტებული მხოლოდ
Line of edition: 12    
წარმოვიდა, მივიდა მუნვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა,
Line of edition: 13    
და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი
Line of edition: 14    
იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა.

Line of edition: 15    მაშინ მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭობ ახლა კი გამოგფხიზლ\ებიაო".

Line of edition: 16    
და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკჳრდა და მადლობა შეწირა ღმერთსა
Line of edition: 17    
და წარვიდა.

Line of edition: 18    
მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი
Line of edition: 19    
ამოსწყჳდეს მუნ, და სხუანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დაშთა მუნ მრავალი
Line of edition: 20    
საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.

Line of edition: 21    ხოლო მეფემან სვიმონ გარდაალო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან,
Line of edition: 22    
თჳნიერ კაცსა, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა
Line of edition: 23    
ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა მუნ მკჳდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება მუნ
Line of edition: 24    
მცირედ-ჟამ განსუენება.

Line of edition: 25    
და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია
Line of edition: 26    
და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართუა მას. და მიიღო მცირედი
Line of edition: 27    
საზრდელი, და მერმე მოაჴსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა:
Line of edition: 28    
"თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშჳდობითო".

Line of edition: 29    
ხოლო მეფემან უბრძანა: "არა უწყი რა მეფისაო". ამისა შემდგომად ჰკითხა
Line of edition: 30    
ქმრისა თჳსისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თჳსისა. და უბრძანა: "არა უწყი რა მათი,
Line of edition: 31    
თუ რა შეემთხუა ლაშქართა მეფისათაო". ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და
Line of edition: 32    
ტიროდა მეფისათჳს უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: "ნეტარ თუმცა
Line of edition: 33    
ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გუაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა,
Line of edition: 34    
და სხუანი ყოველნივე სპანი მ\ისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.