ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 535

Page of edition: 535  Line of edition: 1    მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თჳსსა ერთგულობისათჳს დედაკაცისა
Line of edition: 2    
მის, და მერმე წარვიდა სახიდ თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა
Line of edition: 3    
მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყჳთა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და
Line of edition: 4    
საჴელო და სხუა საბოძვარი მრავალი. და მიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ
Line of edition: 5    
აწცა არიან ქულივიძენი.

Line of edition: 6    ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. \ მაშინ
Line of edition: 7    
გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა.

Line of edition: 8    და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კუალად
Line of edition: 9    
შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დაშთომილ იყვნეს, და
Line of edition: 10    
წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყუნეს ურთიერთას, და იქმნა
Line of edition: 11    
ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა
Line of edition: 12    
იგინი პირითა მახჳლისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ
Line of edition: 13    
თჳსად.

Line of edition: 14    
ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯუარს, რამეთუ ჟამსა
Line of edition: 15    
მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯურისასა
Line of edition: 16    და სმიდა ღჳნოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩუეულება ესწავა ყიზილბაშთა
Line of edition: 17    შინა. \ ხოლო ოდეს განმხიარულდა ღჳნითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა
Line of edition: 18    
და იხილა ახალი მწუანვილი.

Line of edition: 19    
მაშინ უბრძანა მეფემან მუნ მყოფთა: "აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო,
Line of edition: 20    მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწუანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ
Line of edition: 21    
არს ესე სიმჴნისა თქუენისაო". ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს
Line of edition: 22    
გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწუანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა
Line of edition: 23    თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და
Line of edition: 24    
მცირენი.

Line of edition: 25    
რამეთუ მუნ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწული
Line of edition: 26    
მეფისა სვიმონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყჳდეს
Line of edition: 27    
მწარეს ხახვისათჳს. და მაშინ განგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახევდენ
Line of edition: 28    
ჭკუასა ტყუეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ,
Line of edition: 29    
რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა
Line of edition: 30    
შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა
Line of edition: 31    
უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყჳდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი
Line of edition: 32    
ციხესა შინა.

Line of edition: 33    
ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა
Line of edition: 34    
ამოწყუედისათჳს, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი
Line of edition: 35    
თჳსი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამო\ატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხჳ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.