ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 536

Page of edition: 536  Line of edition: 1    წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნაჴიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თჳსნი,
Line of edition: 2    
მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თჳსაგან საქმე არა
Line of edition: 3    
კეთილი და არა აუწყა სპათა თჳსთა, არამედ მინდობითა თავისა თჳსისათა ყო რასაქმე საქმე
Line of edition: 4    
ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ,
Line of edition: 5    და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი
Line of edition: 6    
მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა
Line of edition: 7    მივიდა და გარდაადგა თავსა ნაჴიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და
Line of edition: 8    
მუნითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა,
Line of edition: 9    რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ჴმა საყვირისა, თქუეს
Line of edition: 10    
უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და
Line of edition: 11    
მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა
Line of edition: 12    
სპათა თჳსთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე
Line of edition: 13    
სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი შთაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და
Line of edition: 14    
თჳთ მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად
Line of edition: 15    
მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩუენა სიმჴნე თჳსი, არამედ სიმრავლენი
Line of edition: 16    
ოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ~ქ.

Line of edition: 17    
მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იჴმიეს სივლტოლა,
Line of edition: 18    
აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე,
Line of edition: 19    
რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, მუნ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს
Line of edition: 20    
ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა
Line of edition: 21    აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თჳსნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს
Line of edition: 22    
თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა
Line of edition: 23    
ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქუა საჴსარი მამისა თჳსისა ხოლო
Line of edition: 24    
მათ სთხოვეს საჴსარი მრავალი და აღუთქუეს განტევება მეფისა სჳმონისა.

Line of edition: 25    ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა
Line of edition: 26    ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა,
Line of edition: 27    
ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ
Line of edition: 28    
მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს
Line of edition: 29    
ყაენსა.

Line of edition: 30    
მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა
Line of edition: 31    
თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო,
Line of edition: 32    
ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს.

Line of edition: 33    
საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე
Line of edition: 34    
სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.