ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 537

Page of edition: 537  Line of edition: 1    ხოლო იყო მუნ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკუნისშვილი.

Line of edition: 2    და ამან იშოვნა \ ძუალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართუა
Line of edition: 3    
გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს
Line of edition: 4    
სამარხოსა თჳსსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძუალნი მისნი იგი დიაკუნისშვილი
Line of edition: 5    ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და
Line of edition: 6    
ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა.

Line of edition: 7    და არიან აწცა გორს დიაკუნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.

Line of edition: 8    
ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად
Line of edition: 9    
შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა
Line of edition: 10    
ლორე მეფემან გიორგი.

Line of edition: 11    და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს ა\ქეთ
Line of edition: 12    
ჩ~ქიდ; და არა დაშთა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მჴევლისა, რომელსა ეწოდა
Line of edition: 13    
გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.

Line of edition: 14    ამავე ჟამთა მინა მოკუდა დადიანიცა მამია, და დაუშთა მას ძე ერთი, სახელით
Line of edition: 15    
ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა
Line of edition: 16    
კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო
Line of edition: 17    
შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასუეს
Line of edition: 18    
დადიანად.

Line of edition: 19    ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იჴმო
Line of edition: 20    
ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და
Line of edition: 21    
რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა
Line of edition: 22    
ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმჴნე დიდი აჩუენეს ქართველთა
Line of edition: 23    უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. და
Line of edition: 24    
დაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თჳსნი. ხოლო სთხოვა შააბაზ
Line of edition: 25    მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო
Line of edition: 26    
უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა
Line of edition: 27    
სპანი თჳსნი და მიიქცა სახიდ თჳსად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკუარი და
Line of edition: 28    
აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის.

Line of edition: 29    ერთგულობისა ნაცვლად მამისა თჳსისა.

Line of edition: 30    
მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა
Line of edition: 31    
თჳსსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი
Line of edition: 32    დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თჳსსა. მაშინ
Line of edition: 33    
მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღუა
Line of edition: 34    
და დააყენა და ისტყუანა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.