ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 538

Page of edition: 538  Line of edition: 1    ლხინობა და გამოჩუენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე
Line of edition: 2    
კუალად შინაგან თჳსსა მოაწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენ[ნ]იმე კახნი
Line of edition: 3    იახლნეს თანა. \ ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღჳნისა სმათა მიერ
Line of edition: 4    
და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან
Line of edition: 5    
დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თჳსისა დავითისთჳს, და ეგულებოდა
Line of edition: 6    
ღალატად სიკუდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თჳსთა,
Line of edition: 7    
რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყუარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი
Line of edition: 8    
ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.

Line of edition: 9    
ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთჳსცა
Line of edition: 10    
დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თჳსნი
Line of edition: 11    
გიორგიმ, და დაასკუნეს ღალატად სიკუდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ
Line of edition: 12    
ღჳნითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯუებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა
Line of edition: 13    
მკლველებრთა გულის-სიტყუათა წარეწყმედელთა სულისათა.

Line of edition: 14    
ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყუარე კაცი ჩოლაყა\შვილი. და
Line of edition: 15    
ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი
Line of edition: 16    
იგი მისთჳს განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა.

Line of edition: 17    
რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა
Line of edition: 18    
თჳსისა გიორგისსა, და იხილა ძმა თჳსი აღჭურვილი კარავსა შინა. და რქუა დავით:
Line of edition: 19    "ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?" ხოლო მან
Line of edition: 20    
ვერა რაჲ სიტყუა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი \ და
Line of edition: 21    
წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი
Line of edition: 22    
ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დაჴოცნა, და თჳსი დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ
Line of edition: 23    
და წინააღმდგომ მამისა თჳსისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და
Line of edition: 24    
თჳთ დაიპყრა და იბატონა თუესა ექუსსა. და მერმე ურჩებისა მისთჳს ეწია მსწრაფლ
Line of edition: 25    
გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი. და შემდგომად კუალად იპყრა კახეთი ალექსანდრემ,
Line of edition: 26    და გამოიყვანა ძე თჳსი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხუა
Line of edition: 27    
არღარა ჰყვა მე თჳნიერ მისსა.

Line of edition: 28    
ხოლო დავითს ესუა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო
Line of edition: 29    
ღუაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და
Line of edition: 30    
მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დაუშთა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე
Line of edition: 31    
თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა
Line of edition: 32    
მისისათჳს, ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძჳნად მის ზედა დავით.

Line of edition: 33    მისთჳსცა ქეთევან იჴმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თჳსი თეიმურაზ
Line of edition: 34    შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.