ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 539

Page of edition: 539  Line of edition: 1    ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითჳსა ვითარცა ძე თჳსი,
Line of edition: 2    
რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა.

Line of edition: 3    ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თჳსი
Line of edition: 4    
კოსტანტინე შააბაზ ყაენისათჳს, და აღზარდა \ სჯულსა თჳსსა ზედა.

Line of edition: 5    
ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და
Line of edition: 6    
ყარაბაღისანი. და ჴელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს.

Line of edition: 7    ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკუარებითა თჳსითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს, ვითარმედ:
Line of edition: 8    
"არღარავინ დაშთომილ არს სახლსა მამისა შენისასა თჳნიერ შენსა, წარვედ და
Line of edition: 9    
უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთჳს კახეთი, და მეცა ვიყო
Line of edition: 10    
თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხჳ". ესე აცთუნა ბოროტმან
Line of edition: 11    
მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თჳსისა. ხოლო მან უბადრუკმან
Line of edition: 12    
ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი. ჵი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ
Line of edition: 13    
სადა იხილა თჳნიერ სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა
Line of edition: 14    
მტერისათა.

Line of edition: 15    
მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ
Line of edition: 16    
წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თჳსსა ალექსანდრეს, ვითარმედ: "წარმოვედ დასტუ\რითა
Line of edition: 17    
შააბასისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა".

Line of edition: 18    
მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თჳსი
Line of edition: 19    
გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა
Line of edition: 20    
დიდითა და განისუენეს მცირედ. მაშინ მიუძღ[უ]ნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი
Line of edition: 21    
წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთჳს, და იყვნეს მუნ შუებით და სიხარულით.

Line of edition: 22    
ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად
Line of edition: 23    
მამისა თჳსისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და
Line of edition: 24    
განიგულა წარწყმედა სულისა თჳსისა, და სიკუდილი მამისა და ძმისა თჳსისა. მაშინ
Line of edition: 25    
მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...]


გადამწერთა ანდერძი


Line of edition: 27    b: წყალობითა ღ(ვ)თისათა სრულ იქმნა ქართლისა ცხოვრება ესე ჴელითა ჩემ უღირსისა
Line of edition: 28    
მღდლისა ქალაქსა ტფილისისასა, ჯვარის საყდრის დეკანოზის იოანესითა, დედასა ზედა სვეტის
Line of edition: 29    
ცხოვლისასა. რამეთუ ვიდრე აქამომდე აღეწერათ, და ამისგან უსრულესი ქართლის ცხოვრება
Line of edition: 30    
არსად იპოებოდა. ვითხოვ მხილველთაგან შენდობით მოხსენებასა, რამეთუ ფრიად დავშუჱრ და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.