TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
აქა ზააქ აფთიონ დაიჭირა და თავსა სჭრის.






Strophe: 46_[46] 
Verse: a       მჴარ-შეკრული მიიყუ̂ანეს   ზააქის წინ უპატიოდ,
Verse: b       სხვა ლაშქარნი გარდიხვეწნეს,   რას იქმოდნენ უპატრონოდ?
Verse: c       ერთმანერთსა გასწრობოდეს,   აშლით ვლიდეს უთავბოლოდ,
Verse: d    და   ვინცა დარჩა, -- არ გაუშვეს,   მას მოუპყრეს უზენაროდ.






Strophe: 47_[47] 
Verse: a       აფთიონს თავი მოჰკვეთეს,   ტვინი აჭამეს გველებსა,
Verse: b       ვინც დაირჩუნეს, -- იმათაც   უპირობს არ გაშვებასა,
Verse: c       ფრანგის რა ესმა, მოსთქუ̂ამდა,   იტყუ̂ის: "ვაჲ ჩემსა ბედასა!
Verse: d    და   ნეტამცა მომკლა ახლავე,   ან არ ვეშობე დედასა!"






Strophe: 48_[48] 
Verse: a       მოსთქმიდა: "თვალად ტურფაო,   ჴელ-მწიფევ გამორჩეულო,
Verse: b       ტანად სრულო და ლომ-გულო,   ჭქუით შემკულო, რჩეულო,
Verse: c       შენთა ერთგულთა მოლხინევ,   ნადიმსა ხშირად ჩვეულო,
Verse: d    და   საბოძვრის უხკად გამცემო,   არ სიძუნწისა ჩვეულო!"






Strophe: 49_[49] 
Verse: a       მოსთქუ̂ა, იტირა მრავალი,   ნაცარი გარდაიყარა,
Verse: b       ძაძა ჩაიცვა და ჭრელი,   კარგი, სულ გარდაიყარა,
Verse: c       თმა მოიტუსა ცეცხლითა,   არამც თუ ფერი იყარა,
Verse: d    და   ტირილი არა გასწყვიტა,   იმამ წამს სულ აიყარა.






Strophe: 50_[50] 
Verse: a       წავიდა, სადა აფთიონს    ებრძანა, მთისა ძირსაო,
Verse: b       არვის გაანდო სხვას კაცსა,   მისთვის ვინ იტყუ̂ის ძვირსაო.
Verse: c       ფრიდონზედ ორსულად იყო,   ჟამი მოვიდა ძრვისაო,
Verse: d    და   რა დაიბადა, ესე თქუ̂ა,   მეტად მჯობია სხვისაო!






Strophe: 51_[51] 
Verse: a       იამა. ჯოგის პატრონსა   მან მიაბარა ვაჟია,
Verse: b       წყალობა ბევრი უქადა,   წიგნი მისცა და არზია.
Verse: c       ჴელსა უწყობდა პატივით,   აკვანში უწვა, არწია,
Verse: d    და   ფრანგი იქავე წარვიდა,   ვერავინ მისცა არზია.






Strophe: 52_[52] 
Verse: a       აღაპი უყუ̂ეს აფთიონს    კელ-მწიფურისა წესითა,
Verse: b       ეფისკოპოზი აწვიეს   ქრისტიანობის წესითა.
Verse: c       ჟამი სწირეს და ილოცეს   მათის კრებულის წესითა,
Verse: d    და   თვალ-მარგალიტსა მიართმენ,   -- სავსეს ოქროსა თეფშითა.






Strophe: 53_[53] 
Verse: a       კვლავ გასცა უანგარიშო   უდაბნოს მონოზანზედა,
Verse: b       ქვრივსა და ობოლს უბოძა,   ვინც გლახავლიდა მთაზედა,
Verse: c       სხვაც გააჩინა აღაპი,   -- ვინც გაივლიდა გზაზედა, --
Verse: d    და   ფრანგი იქავე წავიდა   შვილთან, იმავე მთაზედა.






Strophe: 54_[54] 
Verse: a       აწ მოვიდა ზააქის წი   ორი ესე მღვთისა კაცი,
Verse: b       მოახსენეს: "ჴელ-მწიფეო,   ჩუ̂ენ ვართ მაგა ვეშპისკაცი,
Verse: c       საჭმელს კარგსა გაუკეთებთ,   მოსუ̂ენებას ბევრსა გაცლი,
Verse: d    და   ზააქ მეტად დაუმადლა,   თქუ̂ა: "სალაროს თქუ̂ენთვის დავცლი".






Strophe: 55_[55] 
Verse: a       ერთსა არმელ, ერთსა ქარმელ,    იმ ღვთის კაცთა ესე ერქმის,
Verse: b       თვითოს კაცსა გაუშვებდეს,   ვეშაპს ტვინსა გაურჩევდის,
Verse: c       დაჴსნილს კაცსა გაუშვებდის,   ფრიდონს წინა მოგროვდების,
Verse: d    და   მათის ჴელით დაჴსნილია,   ცხრა ას კაცად გათავდების.






Strophe: 56_[56] 
Verse: a       ზააქ მორჭმული ნადიმობს,   და არსით უნდა მტერია.
Verse: b       ჯიმშედის დანი ჴელთა ჰყავს,   ტურფანი, ვითა მზენია.
Verse: c       დაჰყო და გამოისუ̂ენა   იმან მრავალი დღენია.
Verse: d    და   მასაც უტყუა სოფელმან,   ნახეთ საწუთროს ზნენია!






Strophe: 57_[57] 
Verse: a       ერთსა დღესა მეჯლისი ქნა,   მოისუ̂ენა მერმე შინა
Verse: b       სამი ვინმე ფალავანი   მოეჩუ̂ენა ძილსა შინა:
Verse: c       ერთმან თავსა ლახტი დაჰქრა,   ჩამოაგდო, შეაშინა.
Verse: d    და   შეჰკრთა, დიდი დაიძახა   პირ-მთვარენი შეაშინა.






Strophe: 58_[58] 
Verse: a       შარინოზ თქუ̂ა: "ჴელ-მწიფეო,   რა გეჩვენა მაგისთანა?"
Verse: b       შენმან ერთმან შეკრთომამან   შეგვაშინა მეტად ჩუ̂ენა.
Verse: c       ზააქ თქუ̂ა თუ: "რა გიანბო,   არ მინახავს ამისთანა.
Verse: d    და   სამმა ვინმე ფაჰლავანმა   თავსა ლახტი დამიშინა."






Strophe: 59_[59] 
Verse: a       რა უამბო მათ სიზმარი,   მათცა მეტად გაუკუ̂ირდა,
Verse: b       დაღონდეს და ვერა თქუყს რა,   თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა.
Verse: c       შარინოზ თქუ̂ა: "ადვილია!"   -- დიაღ კარგა გაუპირდა.
Verse: d    და   თქუ̂ა: "მოასხით, მერამლენი!"   ორნივ დანი მას გაპირდა.






Strophe: 60_[60] 
Verse: a       მათ უამბეს ეგ სიზმარი,   რამლს ჩაჰხედონ მართლა, ჰკითხეს,
Verse: b       სადაც იყო მერმალენი,   ყოვლს ქუ̂ეყანას, ფიცხლავ იჴმნეს,
Verse: c       "შეიტყობენ უსაცილოდ",   -- მართლის გულით მათ იკითხეს.
Verse: d    და   ვინცა იყოს თქუნი მტერი,   -- ყოვლს ქუ̂ეყანას მოიკითხეს.






Strophe: 61_[61] 
Verse: a       მოასხამან მერამლენი,   რაც სადა უკეთესია.
Verse: b       იმათ უამბო სიზმარი:   "გასინჯეთ, თუ რა ესია.
Verse: c       მართლა გასინჯეთეს საქმე,   როგორცა თქუ̂ენი წესია.
Verse: d    და   რას მემტერების ისინი,   ან რა იმათი წესია?!.






Strophe: 62_[62] 
Verse: a       რამლსა ჩაჰხედეს, შეიტყვეს,   ზააქ ტახტიდამ გასულა,
Verse: b       სხვა მერამლენიც იქ იყუ̂ნეს,   და არცა ზააქ წასულა,
Verse: c       რადგან შეიტყვეს, უანბეს,   სამთავე ერთად აწ სულა,
Verse: d    და   ზააქის მორჭმა-დიდება   სრულად ერთობით წასულა.






Strophe: 63_[63] 
Verse: a       მოახსენეს: "ჴელ-მწიფეო,   გვეშინიან მართლის თქმანი:
Verse: b       ეგ სამნივე ფალავნები,   თურმე არის ტანის ძმანი,
Verse: c       შენად მტერად გამოჩნდების,   მათ არ უნდა შენი ზავნი,
Verse: d    და   მამა მათი შენ მოგიკლავს,   სხვაც ბევრი სჭირს შენგან ავნი.






Strophe: 64_[64] 
Verse: a       ამისთვის გემტერებიან,   მამა მოგიკლავს უბრალოდ,
Verse: b       სრულ საბატონო წაგირთვამს   და მიპყრობიხარ უწყალოდ,
Verse: c       გარდახვეწილან შიშითა,   მთაზედ ასულან უბრალოდ,
Verse: d    და   ტახტსა და გვირგვინს წაგართმე   და შენცა მოგკვლენ უწყალოდ.






Strophe: 65_[65] 
Verse: a       რა ეს ზააქ გაიგონა,   თავი ჯავრით გაეტენა,
Verse: b       მეტის ჯავრით უჭკოდ გაჴდა,   თვალთა ცრემლი მოედინა,
Verse: c       ჯავრიანი ცრემლსა ღვრიდა,   გულსა ცეცხლი მოეკიდნა,
Verse: d    და   გაუმწარდა იმას ყოფა   და აღარცა ინადიმნა.






Strophe: 66_[66] 
Verse: a       გულშიგან ბრჭობს: "როგორა ვქნა,   რა იქნების ჩემი ღონე,
Verse: b       იმ სამისა ფალავნისა   ვერა საქმე მოვიგონე,
Verse: c       მოსვენება გამიმწარდა,   როგორც ესე გავიგონე,
Verse: d    და   დღივ და ღამივ იმათ ვეძებ,   სხჴამის მეტირამც ვიგონე?!"






Strophe: 67_[67] 
Verse: a       ზააქ ეძებდა მუნ ფრიდონს,    სრულკმელეთს იარებოდა,
Verse: b       ქრთამსა გასცემდა მრავალსა,   მტერსაცა ემოყუ̂რებოდა,
Verse: c       ჴმელეთი მოვლო მას აქათ,   ზღვას ნავით იარებოდა,
Verse: d    და   მისი ვერა ცნა ამბავი,   კუ̂ლავ უფრო გაშმაგდებოდა.






Strophe: 68_[68] 
Verse: a       ზეცითა მღვთის განგებასა   წინ ვერვინ დაუდგებოდა,
Verse: b       ზააქს ფრიდონის სევდითა   ძილიც არ მოუნდებოდა,
Verse: c       აწ ამაშიგან ჴელ-მწიფე   ფრიდონცა გაიზრდებოდა,
Verse: d    და   მერამლეთ მართლა შეეტყოთ,   ზააქს რაც გარდაკდებოდა.






Strophe: 69_[69] 
Verse: a       ღმერთმან ფრიდონ მოუვლინა   ზააქს მისად გაქრობადა,
Verse: b       მთიდამ ბარად ჩამოვიდა   მამის სისხლის საძებრადა,
Verse: c       ძმებმან ლოდი დაუგორვეს,   არ ეწერა მის ვნებადა,
Verse: d    და   მძინარესა გაეღვიძა,   უკმოდგა თავის ნებადა.






Strophe: 70_[70] 
Verse: a       სარავ ქალაქსა მივიდა   ფრიდონ ღვთივ-საფარვლიანი,
Verse: b       მას ქავა წინ მიეგება,   -- დროშა თან ახლავს სვიანი,
Verse: c       სხვა ერანელი მრავალი   და გივი სახელიანი,
Verse: d    და   აწ ზააქს ღმერთი შერისხდა,   დღე უბნელდების მზიანი!






Strophe: 71_[71] 
Verse: a       დარბაზსა შიგან შევიდეს   მეტად ტურფად აგებულსა,
Verse: b       ქვეშ ორხოასა მოჰფენენ,   ოქსინო გარდაგებულსა,
Verse: c       ჯიმშედის დანი იქ უსხდეს,   -- მთვარეს გავს განათლებულსა?
Verse: d    და   ფრიდონს სალამად მომართეს,   -- სამოთხით გვანან რებულსა!






Strophe: 72_[72] 
Verse: a       მათ ფრიდონ წინ მიეგება,   საროსა მგზავსი რებული,
Verse: b       ორნივე გვერცა დაისვა.   სიტურფით არის ქებული!
Verse: c       მოშაითნი და მუტრიბნი   არ იყუ̂ნეს სულ-დაღებული,
Verse: d    და   იმ დღის ნადიმს და შვებასა   ენა ვერ იტყვის კრებული!






Strophe: 73_[73] 
Verse: a       ერთსა კაცსა ქუნდრუ ერქუ̂ა   იმ ქალაქის მოურავსა,
Verse: b       წადგა, ფრიდონს უსალამა,   ქებას ჰკადრებს მეტად სრულსა,
Verse: c       რა შარინოზდაინახა,    შიში ჰქონდა მისი გულსა,
Verse: d    და   ფრიდონ მეფეს მოართმიდა,   რაცა უნდა, სანუკვარსა.






Strophe: 74_[74] 
Verse: a       ქუნდრუ ღამით გაიპარა,   ცხენს შეჯდა კარგსა მავალსა,
Verse: b       ზააქისა ერთგულია,   არ გაინდობს მისთვის ავსა,
Verse: c       მეტის მეტით სიმალითა   დაედარა იგი ქარსა,
Verse: d    და   რაც ენახა, -- მან უკლებლად   ყუ̂ელა ჰქადრა ჴელ-მწიფესა.






Strophe: 75_[75] 
Verse: a       ზააქს ჰკადრა: "ჴელ-მწიფეო,   შენზედ ბრუნავს ეტლნი ავნი;
Verse: b       სარავს ქალაქს შემოვიდა   სამი ვინმე ფალავანი".
Verse: c       ზააქ თქუ̂ა თუ: "სტუმარნია,   მათ დახუ̂დომა უნდა კარგი".
Verse: d    და   მოლარეთა უბრძანებდა:   "გაიღე ვით მინდორს ბარგი!"






Strophe: 76_[76] 
Verse: a       ქუნდრუ კუ̂ლავ ჰქადრა: "ჴელ-მწიფევ,   რას ბრძანებ, ჭკუა შეგცვლია?
Verse: b       ჯიმშიდის დათა ორთავე   იმათი ნდომა შესვლია,
Verse: c       ორნივე გვერდსა უსხედა   და სიყუ̂არული შესვლია,
Verse: d    და   სიყუ̂არულითა ლხინობენ,   მეტად ნდომაცა შესვლია.






Strophe: 77_[77] 
Verse: a       ქუნდრუ ჰკადრა: "აწ სტუმარსა   პირ-მთვარესთან რა ჴელი აქუ̂ს!"
Verse: b       საომრადა მოკაზმულან,   მძიმე ლახტი მათ ჴელთა აქუ̂ს,
Verse: c       თქუ̂ენ გეძებენ მოსაკლავად,   იმათ საქმე სხუ̂ა არა აქუ̂ს,
Verse: d    და   სრული ტახტი და გვირგვინი,   სრა ქალაქი, მათ ჴელთა აქუ̂ს.






Strophe: 78_[78] 
Verse: a       შარინოზ და არნავაზი    თავს დაუდებს კალთა ზედა,
Verse: b       იქათ და აქათ უწვანა   ორნივე მისსა მკლავზედა,
Verse: c       ზააქ გაუწყრა ქუნდრუსა:    "შმაგი ხარ მეტად თქმაზედა."
Verse: d    და   "ხასი უნდაო სტუმარი,   რომ იქცეოდეს ჭკუ̂აზედა".






Strophe: 79_[79] 
Verse: a       მე მოგახსენებ, ახლავე   ლაშქარი შემოიყარე,
Verse: b       ვინც იყო კარგი, რჩეული   ვეზირი, შემოიყარე,
Verse: c       საქმე გაშინჯე ჭკვიანად,   გულს ჯავრი უკუიყარე,
Verse: d    და   ნაღარასა ჰკარ, წავიდეთ,   დილას, თქუ̂ენც გამოიყარე.






Strophe: 80_[80] 
Verse: a       ეგების ღმერთმან დაგიხსნას,   გიბოძოს თქუ̂ენივ ტახტია,
Verse: b       ჯაჭვი-ჯავშანი ჩაიცვი,   სარტყელს ჩაიპყარ ლახტია,
Verse: c       თავადებს მიეც საჭურჭლე,   გულშიგ არ ჰქონდეს ზადია,
Verse: d    და   არ იქნას, -- ჩუ̂ენ დავიკარგოთ,   ჩინეთის ზღვასა გადია




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.