TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 7
Previous part

Chapter: 7 
აქა ქუნდრუ ზააქს ფრიდონის ამბავს ეუბნების.






Strophe: 81_[81] 
Verse: a       ქუნდრუსაგან რა ეს ესმა,   ზააქს გული აუდუღდა,
Verse: b       ნამეტნავის ჯავრისაგან,   ვითა ცეცხლზედ ქუ̂აბი, დუღდა,
Verse: c       ამას იტყუ̂ის: "იმათ დავკოც,   ანუ ჩემი დღე გათავდა!"
Verse: d    და   პირ-მთვარენი მოიგონა,   თვალთა სისხლი გადმოვარდა.






Strophe: 82_[82] 
Verse: a       შეკაზმული ჯავრიანად   ლაშქარშიგან შემოვიდა,
Verse: b       ფალავნებსა მოახსენა:   "ვიცი, ჩემი დღე მოვიდა!"
Verse: c       რასაცა ვინ მოიჭირვებთ,   ღვთითა ნაცვალს გარდვიხდი და,
Verse: d    და   ნაღარას ჰკრა, გამოვიდა,   ვით შავი ზღვა, წამოვიდა.






Strophe: 83_[83] 
Verse: a       სარავს მოვიდენ, დაბარგდენ,   გარშემო ერტყენ ქალაქსა,
Verse: b       ღმერთი შერისხდა ზააქსა,    ავს ბედს მოელის არ კარგსა!
Verse: c       ფრიდონს უანბეს: "მოვიდა!   ღმერთი იქს თქვენსა ნებასა!"
Verse: d    და   ქავსა და გიოს უბრძანა:   "შეებით ზაქის ლაშქარსა!"






Strophe: 84_[84] 
Verse: a       ქავამ დროშა გაიმძღვანა,   გიო მოვა ყუ̂ირილითა,
Verse: b       თურანელთა დაუძახა:   "თქუ̂ენ მამრჩებით ახლა რითა?!
Verse: c       არ გაგიშვებ თქუ̂ენ ცოცხალსა,   თავებს დაგჭრი ჩემი ჴლმითა!
Verse: d    და   შეიბნეს და ჩამოჰყარეს,   მკუ̂დარი ყრია, რიყე ვითა!..






Strophe: 85_[85] 
Verse: a       ქავსა, გიოს გაემარჯვა,   თურქნი ყრიან ზაქისანი,
Verse: b       ზეცით ღმერთი გაურისხდა   და ანგელოზნი ღვთისანი,
Verse: c       ზააქ არის ვეშპის სახე   და წყეულის გველისანი,
Verse: d    და   გველნი ასხენ მჴარსა ზედა,   გესლი ახლავს ვეშპისანი.






Strophe: 86_[86] 
Verse: a       მობრუნდეს გამარჯუ̂ებულნი   ქავა, გიო ფალავანნი,
Verse: b       ჴელ-მწიფე წინ შემოვიდეს   გარდიხადეს მათ სალამნი,
Verse: c       ფრიდონს წინა დგას ქიაშარ,    მასთან ვისი ფალავანი,
Verse: d    და   ერანელნი სულ ერთობით,   ფალავნები სხვა მრავალნი.






Strophe: 87_[87] 
Verse: a       ფრიდონ დალოცეს ჴელ-მწიფედ   და ქებას შეასხმიდიან,
Verse: b       მეჩანგენი და მემუღნე   ამოსა ჴმასა ჰკუ̂რიდიან,
Verse: c       უბნობდეს გამარჯუ̂ებულნი,   სადგომისაკენ მიდიან,
Verse: d    და   გამოისუ̂ენეს ლხინითა,   ამოდ და ტკბილად ზმიდიან.






Strophe: 88_[88] 
Verse: a       დაღამდა. ზააქ დაღონდა,   გულსა მოედვა ალია:
Verse: b       მას მოაგონდა პირ-მთვარე,   შარინოზ მზისა დარია,
Verse: c       არნავაზისა გონებამ   სრულა ჭკუით გარდარია,
Verse: d    და   მისთვის გამწარდა საწუთრო,   არ მისცა კარგი დარია.






Strophe: 89_[89] 
Verse: a       ღამით მარტო შეეკაზმა,   ტანს ჩაიცვა საომარი,
Verse: b       ჴმალი, ლახტი საგდებელი,   წინ ჩაირჭო მან ხანჯარი,
Verse: c       არვის უთხრა ჴორციელსა,   გაიარა მარტო კარი,
Verse: d    და   ციხეშიგან შეიპარა,   სადაც მარტო ფრიდონ არი.






Strophe: 90_[90] 
Verse: a       ზააქს სწყევლიდა შარინოზ    პირითა ელვარებითა:
Verse: b       -- "ძმა ჩემი ჯიმშედ მოგვიკლა   ეშმაქის მანქანებითა!"
Verse: c       ჩუ̂ენ წამოგვასხა ძალითა,   არამც თუ ჩუ̂ენის ნებითა,
Verse: d    და   აწ გვიხსნა იმ გველისაგან   ღმერთმან მისისა ნებითა.






Strophe: 91_[91] 
Verse: a       ზააქ იყურებს ამასა,   ცნობა აქუ̂ს დაკარგულია,
Verse: b       ალმასის ფერი ხანჯარი   ჴელთა აქუ̂ს გამახულია,
Verse: c       წინ არ წამოდგა, ვითამცა   არვისგან განზრახულია,
Verse: d    და   რა ფრიდონ ნახა, -- "ვინ არის?   ეშმაკი დასახულია?!"






Strophe: 92_[92] 
Verse: a       შარინოზ თქუ̂ა: "ღვთის შემცოდე   ზააქ არის ჩუ̂ენი მტერი",
Verse: b       მისის კელით წამჴდარია   ჴელ-მწიფე და ბევრი ერი,
Verse: c       ამას ჩუ̂ენდა დასაჴოცლად   ხანჯარი აქუ̂ს ცეცხლის ფერი,
Verse: d    და   შარინოზს და კუ̂ლა არნავაზს    წაუვიდა შიშით ფერი.






Strophe: 93_[93] 
Verse: a       ფრიდონ ტახტით ჩამოვიდა,   ჴელთ ეჭირა მძიმე ლახტი,
Verse: b       მოეგება, თავსა დაჰკრა,   მას გაუხდადიდი ტკაცი,
Verse: c       გაუცუდა ჴელ-მწიფობა   და წაართვა მისი ტახტი,
Verse: d    და   ფრიდონს დარჩა მისეული   ქალაქი და სრულ პარტახტი.






Strophe: 94_[94] 
Verse: a       ფრიდონ ნახა ანგელოზი   ღვთის ბრძანებით მოვლენილი:
Verse: b       -- "ჯერნუ მოჰკლავ, შეინახე,   გაუთავდეს ამას დღენი,
Verse: c       ეგ ჩააგდე ორმოშიგან,   ღრმა არის და მეტად ბნელი,
Verse: d    და   სადამდისაც გაუთავდეს,   შიგ დალიოს მისნი დღენი!"






Strophe: 95_[95] 
Verse: a       ფრიდონ ჴელ-მწიფე მობრძანდა,   ტახტზედვე დაჯდა ნებითა,
Verse: b       წარმართი ზააქ შეკრული   მას წინა უძეს ღვედითა;
Verse: c       მოვიდეს, ნახეს ყოველთა,   მას მიულოცეს ქებითა,
Verse: d    და   შარინოზ უთხრა არნავაზს:    "აწღა ვარ კარგის ბედითა!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.