TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 8
Previous part

Chapter: 8 
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფემ ზააქ დაიჭირა და მისი ცოლებიცა გვერდსა ჰყვანდა: არინოზ და შარინოზ.






Strophe: 96_[96] 
Verse: a       პირი უყუ̂ავის, ვით ვარდი,   სიხარულითა მეტითა,
Verse: b       -- "ჩუ̂ენზე გამოჩნდა ნათელი   ზეცის ძალისა სვეტითა,
Verse: c       აქამდის გვჭირდა სალმობა   ზააქის გველის ჭვრეტითა,
Verse: d    და   ახლა დაგვიხსნა უფალმან   წყალობის მისის მეტითა.






Strophe: 97_[97] 
Verse: a       ზააქს ერთი შვილი დარჩა,   მას სახელად გაგო ერქვა,
Verse: b       ცხენსა შეჯდა, გარდიხვეწა,   ჯაჭვ-ჯავშანი ტანსა ეცვა,
Verse: c       არვინ გაყუ̂ა ლაშქრის კაცი,   მუზარადი თავს დაერქვა,
Verse: d    და   ჩინეთისა ზღვას მიმართა,   მას მუქარა ბევრი ეთქვა.






Strophe: 98_[98] 
Verse: a       მერმე კაცი გაუძახა,   -- "ნუღარ არის ომი ძნელი,
Verse: b       ღვთის შემცოდე საძაგელი   ზააქ წინ მიც გრძნების მქნელი,
Verse: c       მას გველებმან ვერა არგო,   დაემართა საქმე ძნელი,
Verse: d    და   პაპა მისის სისხლსა ვკითხავ,   რაცა მახსოვს საქმე ძველი!"






Strophe: 99_[99] 
Verse: a       ომი გაუშვეს, შეიქნა   მოსლვა და შემოხვეწანი,
Verse: b       შემოკრბეს სრულად ლაშქარნი,   შეიქნა მათგან ხვეწანი,
Verse: c       ზააქს აღარვინ ახსენებს,   ნახეთ ბედისა წერანი,
Verse: d    და   სალარო-ზარდახშანისა   ახლავ შეიქნა წერანი.






Strophe: 100_[100] 
Verse: a       მერმე ფრიდონ აჴმობინა   გონიერი კაცი, ბრძენი,
Verse: b       მას უბრძანა: "გაიგონე   საუბარი -- სიტყუ̂ა ჩუ̂ენი,
Verse: c       დემავენდის მთასა შინა   ორმო არის მეტად ბნელი,
Verse: d    და   შიგ ჩააგდეთ ესე ზააქ,    გაუთავდეს მას შიგ დღენი!"






Strophe: 101_[101] 
Verse: a       წაიყუ̂ანეს მთასა შინა   მჴარ-შეკრული უნებურად,
Verse: b       ცხენს არ შესვეს, ქუ̂ეითია,   არც მიეპყრნენ ჴელ-მწიფურად,
Verse: c       მერამლეთა რაცა უთხრეს,   დაემართა მას დასტურად:
Verse: d    და   ის ჩააგდეს ორმოშიგან,   მიწა მისცეს იმას პურად.






Strophe: 102_[102] 
Verse: a       ზააქ რა ქნა არ გასმია?   -- ეშმაკს მიჰყუ̂ა თავის ნებით!
Verse: b       მან მრავალი უსამართლო   თემზედა ქნა, გველის ნებით.
Verse: c       ვისცა გესმათ, გაიგონეთ,   თქუ̂ენ იყუ̂ენით კარგის მცნებით,
Verse: d    და   თქუ̂ენ დასჯერდით თავისასა,   სხვათა ნურვის ეცილებით!






Strophe: 103_[103] 
Verse: a       ზააქის ციხე ქალაქი   ფრიდონსა დარჩა ნებითა:
Verse: b       მან ღმერთი არ მოიგონა,   არც ლოცვით, არცა ქებითა,
Verse: c       ღმერთი შერისხდა წყეულსა   ჯერ ზეცით, მერმე ქუ̂ეყნითა,
Verse: d    და   ჯოჯოხეთს ყოფნა ირჩია   თვითან, თავისის ნებითა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.