Strophe: 104_[104] | ||
Verse: a | ნარიმანს ესმა ამბავი: | ფრიდონ" მოსულა მთიდაღმა!" |
Verse: b | იკითხავს: "ვისი გვარია, | ანუ გამოჩნდა სიდაღმა?!" |
Verse: c | ჰკადრეს: აფთიონის" ძეა | -- საფარველი აქუ̂ს ღვთიდაღმა. |
Verse: d და | თქუ̂ენცა გმართებს ნახვა მისი, | კაცი გაავნეთ მთიდაღმა". |
Strophe: 105_[105] | ||
Verse: a | ნარიმან კარგად ისმინა | ვეზირისა მონახსენი: |
Verse: b | ფიცხლად იჴმო ერთი კაცი | გონიერი, მეტად ბრძენი, |
Verse: c | უბრძანა თუ: "ფიცხლავ წადი, | არ გაკლია სიტყუ̂ა, ზნენი! |
Verse: d და | ფრიდონს ჰკადრე შენ მოკითხვა | და მიართვი ჩემი ძღვენი." |
Strophe: 106_[106] | ||
Verse: a | ასი აქლემი გაგზავნა | სრულ სტავრით დატვირთულია. |
Verse: b | მისალოცავად მრავალი | იაგუნდი და ლალია. |
Verse: c | სხვას ანგარიშსა ვინა იქს, | -- მარგალიტი და თვალია!?. |
Verse: d და | ასი ტაიჭი რჩეული | ოქროთა დაკაზმულია. |
Strophe: 107_[107] | ||
Verse: a | შეჯდა და გამოემართა | ფრიდონისაკენ რებითა. |
Verse: b | მან წინათ კაცი გაგზავნა, | -- ფრიდონს წინ მივა რბენითა. |
Verse: c | ნარიმანისა ელჩია | ფეშქაშითა და ძღვენითა, |
Verse: d და | ფრიდონს იამა უზომოდ, | სიხარულითა მეტითა. |
Strophe: 108_[108] | ||
Verse: a | ამაზედა ფალავანი | ნარიმანცა წამოვიდა. |
Verse: b | ფრიდონ მეფეს მოახსენეს, | სიახლოეს რა მოვიდა. |
Verse: c | წინა ქავა მოეგება, | თვით ჴელ-მწიფე წამოვიდა. |
Verse: d და | რა ნარიმან ფრიდონ ნახა, | ცხენიდაღმე ჩამოვიდა. |
Strophe: 109_[109] | ||
Verse: a | სალამი მისცა ჴელ-მწიფეს, | ყელზედა მოეხვეოდა, |
Verse: b | მათ ერთმანერთსა აკოცეს | -- მჭვრეტელთა იამებოდა! |
Verse: c | ნარიმანისა სიკეთე | სრულ სპათა ეკუ̂ირებოდა, |
Verse: d და | ცხენებზედ შესხდეს, მიბრძანდეს, | სარავსვე იარებოდა. |
Strophe: 110_[110] | ||
Verse: a | შევიდეს, დასხდეს ტახტზედა, | როგორც მათ იამებოდა, |
Verse: b | ზააქის საქმეს უბნობდეს, | სხვა არვინ იხსენებოდა, |
Verse: c | ნარიმანს გულშიგ უმძიმდა, | რომ ომსა ვერ დასწრებოდა, |
Verse: d და | ამას იგონებს: "ნეტამცა | იმათი ომი მრგებოდა!" |
Strophe: 111_[111] | ||
Verse: a | ფრიდონ იტყუ̂ის: "გავიმარჯუ̂ეთ, | ზააქ დაგვრჩა ვეშპის სახეთ, |
Verse: b | მათი ჯოგი, საქონელი, | აქ არი, და თქუ̂ენცა ნახეთ. |
Verse: c | ანგარიშსა ვინ მიხვდების, | -- დაჴოცილი ფეხით ვლახეთ?! |
Verse: d და | პირ-მთვარენი ერთობილნი | პატივითა შეუნახეთ. |
Strophe: 112_[112] | ||
Verse: a | ზააქ ორმოშიგ ჩავაგდეთ, | -- მეტად ღრმაა და ბნელია. |
Verse: b | სარჯლითა იყოს მაშიგა | მას გაუთავდეს დღენია. |
Verse: c | მაშიგან იდვეს წყეული, | ვეღარა ნახოს მზენია. |
Verse: d და | ასრე ცრუია სოფელი | ნახეთ საწუთროს ზნენია!.. |
Strophe: 113_[113] | ||
Verse: a | სრულ დავიჭირე ქუ̂ეყანა, | ციხე და სიმაგრენია. |
Verse: b | ჩემს რჯულზედ მოდგეს ყოელი, | გაუშვეს ზაქის ზნენია. |
Verse: c | დამშვიდდა ყოვლი ქუ̂ეყანა, | ცხვარსა ვერ ავნებს მგელნია, |
Verse: d და | ღმერთს ვილოცავ გულ-მდუღარად, | სადამდიც გავძლო დღენია. |
Strophe: 114_[114] | ||
Verse: a | ერთი ციხე გაგვიმაგრდა, | არის ყალა თამაზისა, |
Verse: b | სრულ კლდით არის ნაშენები | არ თუ არის ალიზისა |
Verse: c | ბრძენთა კაცთა ასე გვითხრეს, | -- ძველად იყო დევებისა. |
Verse: d და | თამაზ ჰქვიან ბეგლარ ბეგსა, | -- სრულ ნიადაგ შიგა ზისა." |