Strophe: 271_[271] | ||
Verse: a | შესხდეს და გამოემართნეს | მოჰყუ̂ანან სამნი მზენია, |
Verse: b | წინ გამოუძღვეს საამ და | სამნი ფრიდონის ძენია. |
Verse: c | სარუშან მიზდევს ხალხითა, | მიდიან გზა-გზა მზმელნია, |
Verse: d და | სიმრავლით იძვრის მინდორი | კლდენი, მთა, მაღლა ზენია. |
Strophe: 272_[272] | ||
Verse: a | მეფის ძენი, საამისურ | ერანისაკენ მიდიან: |
Verse: b | ქიშვად, მილად, ყარან, ყუბად | ოთხნივე ერთად ზმიდიან, |
Verse: c | მათ მიჰყავს სამი პირ-მთვარე, | ამისთვის ტკბილად მიდიან. |
Verse: d და | იამანელსა ჴელ-მწიფეს | თვალთ ცრემლი აღარ მიზდიან. |
Strophe: 273_[273] | ||
Verse: a | საამ ქიშვადს ასრე უთხრა: | "წიგნსა მივსწერ ჴელ-მწიფესა, |
Verse: b | თვითან წინა მოეგებოს | შვილებსა და მისსა რძლებსა. |
Verse: c | ნამეტნავად იამების | იამანის ჴელმ-წიფესა". |
Verse: d და | ყარან, ყუბადს, მილადს ჰკითხეს: | "თქუ̂ენცა ბრძანეთ, თუ სჯობდესა?" |
Strophe: 274_[274] | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "სფაადო, | გიბრძანებია ეს კაი: |
Verse: b | მოიჴმეთ თქუ̂ენი მწერელი, | ქაღალდი ჰქონდეს მას კაი. |
Verse: c | ტკბილი ქართული მისწერეთ | საამებელი და კაი, |
Verse: d და | კაცი ასეთი გაგზავნეთ, | გონებით იყოს ის კაი. |