Strophe: 247_[247] | ||
Verse: a | იდგა ნარინჯი, თურინჯი, | ლომ-ბროწეული, იანი. |
Verse: b | ვარდი, სამ-ფერი ზამბახი, | იასამანი, იანი, |
Verse: c | სურნელის სულსა აევსო | გარ ველი, მთა და ტყიანი, |
Verse: d და | ტურფად ყიოდეს ბულბულნი | და იადონი ჴმიანი. |
Strophe: 248_[248] | ||
Verse: a | შტოები ოქროთ ნაჭედი | ჰქონდა, რაც იდგა ხევანი, |
Verse: b | ზედ ოქროს ბუშტი ეკიდა, | თვალ-მარგალიტის მტევანი, |
Verse: c | მწვანეზედ მარგალიტი ძეს, | ნამსავით წანაფქვევანი, |
Verse: d და | ყუ̂ავილი ფერად-ფერადი | იდგა, მართ ვითა სევანი. |
Strophe: 249_[249] | ||
Verse: a | წინ დედოფალი წაუძღვა | მათ ქალთა მზისა დარეთა, |
Verse: b | ეტლზედან მჯდომთა ცისკართა | კამკამთა მოცინარეთა, |
Verse: c | სანთელივითა ბრწყინვიდეს, | გაანათებდეს არეთა, |
Verse: d და | მძიმითა სამკაულითა | ფასისა მიუმხვდარეთა. |
Strophe: 250_[250] | ||
Verse: a | მეკრემან ფარდას ასწივა, | შევლეს ბაღისა კარია. |
Verse: b | დასხდეს სავარდეს ტახტზედა, | და იდგა კარგი დარია. |
Verse: c | სარუშან სიძეთ შეუძღვა, | ქროდა მუშკ-ამბრის ქარია, |
Verse: d და | ტახტზედა დასხდეს, მოასხეს | ჴმა-ტკბილად მკვრელთა ჯარია. |
Strophe: 251_[251] | ||
Verse: a | დაიდვეს წინა ნადიმი, | ნათობდა ქალთა შუ̂ენება!.. |
Verse: b | მოიღეს ბევრი საჭმელი, | დაიწყეს გამოჩუ̂ენება. |
Verse: c | სანუკვარი და ჭურჭელი, | -- ძნელია მისი ხსენება! |
Verse: d და | სმიდეს ხოშ-გუ̂არსა ღვინოსა, | შეიქნა გამოსუ̂ენება. |
Strophe: 252_[252] | ||
Verse: a | ნისლი შექნა საკუ̂ირველი, | თვალით ხედვენ იქ ვერასა, |
Verse: b | მზის სინათლე რამ დაფარა, | ეკუ̂ირვების სრულ ყუ̂ელასა, |
Verse: c | ვითა შავი ღრუბელია, | გარდეფარა ქუ̂ეყანასა, |
Verse: d და | სხვისგან უფრო გაუკუ̂ირდა | იამანის ჴელ-მწიფესა. |
Strophe: 253_[253] | ||
Verse: a | იგი დღე წარვლეს ლხინითა, | იმღეროდეს მგოსანია, |
Verse: b | დაღამდა. სუფრა აიღეს. | მისჭირდა ღვინის სმანია. |
Verse: c | დედამან სადგომს წაასხა | ქალნი, მნათობნი დანია, |
Verse: d და | დაითვრეს, დაწვეს იქავე | მეფენი, სამნივ ძმანია. |
Strophe: 254_[254] | ||
Verse: a | მათ მოაგონდა სიტყუ̂ანი | მამისგან ვედრებულია. |
Verse: b | ზედ დაიხურეს მრავალი | ტყავები ბეწვზედ კრულია. |
Verse: c | აწ მე დავსწყევლი სარუშანს, | -- ღვთისაგანამცა კრულია! |
Verse: d და | რათ უღალატა სიძეთა, | რატომ წასწყმინდა სულია?!." |
Strophe: 255_[255] | ||
Verse: a | ადგა იამანთ ჴელ-მწიფე | მაღლა მთაშიგან ავიდა. |
Verse: b | გრძნეულსა თანა ზიარსა | სიძეთა არა ჰგავიდა, |
Verse: c | გვრგვინვა შექნა და თოვლი დვა, | რა მოეგონა ავი და, |
Verse: d და | ეგონა მათი დაჴოცა, | სადგომისაკენ წავიდა. |
Strophe: 256_[256] | ||
Verse: a | იყო ღჴთისაგან ბრძანება, | მათ ვერა უყო ავი და. |
Verse: b | უნდა შეიტყოს ანბავი, | სავარდისაკენ წავიდა. |
Verse: c | მარტო წავიდა საამბოდ, | თან წაიტანა არვინ და. |
Verse: d და | სიძენი დახვდეს მღვიძარნი, | სადგომის კარზე გავიდა. |
Strophe: 257_[257] | ||
Verse: a | იტყუ̂ის: საამ" სცნობს ამასა, | ჩუ̂ენ მოვრჩებით არავინ და |
Verse: b | სხვა რამ ქნა ხიბლი ასეთი, | თოვლი ჰაერში ავიდა. |
Verse: c | კუ̂ლავ დარი შექნა ასეთი, | შინ კაცი დადგა არვინ და, |
Verse: d და | წყეულსა, ავის მოქმედსა, | გულშიგან მეტად ზარვიდა. |
Strophe: 258_[258] | ||
Verse: a | შევიდა, ნახა სიცილით, | არცერთსა რამე ვნებოდა. |
Verse: b | თქუ̂ა თუ: "მინდორად დაჴოცა, | მეგონა, -- რამე ვნებოდა! |
Verse: c | აწ უნდა მივსცე ასული, | -- თვით გულსა ეუბნებოდა. |
Verse: d და | ტანისამოსი მოიღეთ, | რაც იმათ ეკადრებოდა". |
Strophe: 259_[259] | ||
Verse: a | სამთავე ტანსა შემოსა | ჩარყაფი მოჭედილია: |
Verse: b | თვითო გვირგვინი, -- ზედ ისხდა | თვალ-მარგალიტი მსხვილია. |
Verse: c | მათ მადლი გარდაიკადეს, | ჰკადრეს სიტყუ̂ები ტკბილია. |
Verse: d და | მოედანშიგან გავიდეს, | -- ღამე გათენდა, დილია. |
Strophe: 260_[260] | ||
Verse: a | სადარბაზებლად მოვიდეს | საამ და თავადებია. |
Verse: b | ვის როგორ მართებს, გარშემო | მუნ დასხდეს თავადებია. |
Verse: c | სარუშან ყუ̂ელას მოართვა | თავთავად საბოძვრებია. |
Verse: d და | ბრძანა თუ: "გავსცემ, -- მომართვით | სივაჟის მონაგებია!" |
Strophe: 261_[261] | ||
Verse: a | პირველ საამს გაუგზავნა | სპილო ოქროთ კიდებული, |
Verse: b | ასი აქლემი და ჯორი | საქონლითა დატვირთული. |
Verse: c | ორმოცდათი ბედაური, | ცხენი ოქროთ შეკაზმული, |
Verse: d და | ასი ჴმალი ოქროთა და | ვერცხლით მძიმედ მოჭედილი. |
Strophe: 262_[262] | ||
Verse: a | კვლავ საამს ასი ქალ-ვაჟი | -- ოქსინო-ტანსა ცმულია. |
Verse: b | ქიშვადს, რაც იყო, ათ-ათი | მიართვა, ყუ̂ელა სრულია. |
Verse: c | ყარანს და ყუბათს და მილადს, | ვისსა უც ქვისა გულია, |
Verse: d და | ოთხთავ ყოვლისგან ხუთ-ხუთი | აჩუქა დარჩეულია. |
Strophe: 263_[263] | ||
Verse: a | ოთხასს დიდებულს, ვით ჰმართებს, | უბოძა მისართმევლია: |
Verse: b | ას ორმოცდ ათი ათასსა | კაცს მისცა ტანთ-საცმელია. |
Verse: c | საამ შევიდა, იახლნეს | თავადნი ერანელია. |
Verse: d და | სარუშან ნახეს, -- საჩუქრის | მადლისა გარდამჴდელია. |
Strophe: 264_[264] | ||
Verse: a | საამ ჰკადრა: "ქალი მოგვეც, | აწ წავიდეთ ჩუ̂ენცა შინა! |
Verse: b | სარუშან თქუ̂ა: "ნუ ირჯებით | თქუ̂ენი ურჩი არავინა, |
Verse: c | იარაღსა, გამოვიღებ, | საიქაო რაცა მინა. |
Verse: d და | მეცა თანა წამოგყუ̂ები, | წამიძეღით თქუ̂ენცა წინა". |
Strophe: 265_[265] | ||
Verse: a | გამოიტანა მზითევი | და იარაღი სრულია. |
Verse: b | ორმოცდაათსა სპილოსა | დაჰხურეს მძიმე ჩულია, |
Verse: c | თვალ-მარგალიტი აჰკიდეს | და ოქრო მაღრიბულია, |
Verse: d და | ზანზალაკები შეაბეს, | აჰკიდეს სამკაულია. |
Strophe: 266_[266] | ||
Verse: a | მოასხა ასი აქლემი, | ხალასად დაკაზმულები, |
Verse: b | აჰკიდეს ქვეშაგებელი | და ტანს საცმელი სრულები: |
Verse: c | კერული, შეუკერავი, | ტყავები, ბეწვზედ კრულები; |
Verse: d და | ზედ ესხა ღილი მურასა | ოქროსა მოთვალულები. |
Strophe: 267_[267] | ||
Verse: a | აჰკიდეს ასსა აქლემსა, | ჯორებსა, საქონელია: |
Verse: b | სტავრა, ქამხა და ატლასი, | -- სრულ ანგარიში ძნელია! |
Verse: c | ოთაღი, ფარდა, კარავი, | სევანი -- დანაჭერია, |
Verse: d და | თეფში, ზარფუში, ოქროსი | ეყარა, ვითა მჭელია. |
Strophe: 268_[268] | ||
Verse: a | ათასი ვაჟი და ქალი | პირ-მთვარე, მშუ̂ენიარნია, |
Verse: b | თვალ-მარგალიტით შემკული | ტანსა ზარქაშის მცმენია. |
Verse: c | ოქროსა აკაზმულობით | მოასხეს მათთვის ცხენია, |
Verse: d და | შესხდეს და გამოაყენეს | მზითევის მონუსხენია. |
Strophe: 269_[269] | ||
Verse: a | კუ̂ლა ათასი ბედაური | მალი, კარგი საჴედრები |
Verse: b | თითო ღირდა თითო სოფლად, | არ ოჩნები, პირ-მაგრები. |
Verse: c | ზოგს დაადგეს ოქროსა და | ზოგს ვერცხლისა უნაგრები, |
Verse: d და | ესეც მზითვად გაატანეს | პირს აუდვეს გულ-ავშრები. |
Strophe: 270_[270] | ||
Verse: a | ოთხს სპილოსა ზედა შედგეს | თვითო ოქროს მოაბანი, |
Verse: b | ერთზედ შეჯდა დედოფალი | და თვითოზედ სამნი დანი. |
Verse: c | სპილოზედა ოქროს ტახტი | დადგეს, ისხდა ძვირნი ქუ̂ანი. |
Verse: d და | მეფე შეჯდა, გაახშირეს | ტაბლაკთა და ქოსთა ჴმანი. |