TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 21
Previous part

Chapter: 12 
აქა იამანთ მეფისა და მათთა სიძეთა სავარდეშიგა ლხინი.






Strophe: 242_[242] 
Verse: a       იამანთ მეფე შევიდა   სავარდეს გამრიგებელი.
Verse: b       თუ ვით მოჰკაზმა წალკოტი,   ბრძენი, ჴამს მისი მქებელი.
Verse: c       მუნ შვიდი ტახტი მოიღეს,   -- არ ვინ ჩანს დამფასებელი! --
Verse: d    და   სხდა მარგალიტი, ფირუზი   იაგუნდს თანა მხლებელი.






Strophe: 243_[243] 
Verse: a       ვარდის წყლისა აუზი დგა   შუაზედ სარაჯებითა.
Verse: b       ოქროს და ვეცხლის აგური   ქუ̂ეშ იყო გარიგებითა,
Verse: c       გარ იყო შემოღარული   ტილისმით ანაგებითა.
Verse: d    და   მაშრაპით ღარშიგ ასხმიდა,   შიგა დიოდა რებითა.






Strophe: 244_[244] 
Verse: a       ზედ იდგა ოქროს კამარა   -- გუნბადი, -- მუშაბახია.
Verse: b       მურასად გარდაჭედილი,   ტურფა საჭვრეტლად, ნახია!,
Verse: c       მას ზედა იჯდა ფასკუნჯი   მჴარ-გაშლით, პირ დანაღია.
Verse: d    და   პირ-შიგა ლალი ეჭირა,   მას დაეშუ̂ენა ბაღია.






Strophe: 245_[245] 
Verse: a       აუზშიგ ვარდი ეყარა,   შუაზედ ჩარა ღვინითა.
Verse: b       გარ შემოსხდიან ნადიმად,   იხარებდიან ლხინითა.
Verse: c       მწდე ვერა წაჰდგის, და ღვინო   წყალმან მიიღის მილითა.
Verse: d    და   ფასკუნჯი იჯდა საშუქრად,   მზესა ფარვიდა ჩრდილითა.






Strophe: 246_[246] 
Verse: a       ექუ̂სი კოშკი დგა ბროლისა   და ზღუდე მითვე გებული.
Verse: b       აღმოსავლეთის მჴრისაკე   კოშკები გარიგებული.
Verse: c       შიგ თითო ფერი წამალი   იდგა თვის თვისად ღებული,
Verse: d    და   მზე რა მიადგის, სავარდე   შეიქნის განბრწინვებული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.