TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 20
Previous part

Chapter: 11 
აქა ფრიდონის შვილების იამანთ ჴელ-მწიფის სახლში ქორწილია.






Strophe: 221_[221] 
Verse: a       შესხდეს, იახლნეს, წავიდეს,   შევლეს ქალაქის კარია,
Verse: b       სიმამრი წინა წაუძღვა   და საამ მთისა დარია.
Verse: c       მათ მისდევს ქიშვად და ყარან,    სხვათა თავადთა ჯარია,
Verse: d    და   შემოკრბეს მოქალაქენი,   გახდა ზათქი და ზარია.






Strophe: 222_[222] 
Verse: a       მის ქალაქისა კარზედა   კოშკი დგეს მაღლად გებული,
Verse: b       მეფის ასულნი იდუმლად   მაზედ ავიდენ ქებული.
Verse: c       საამ და კოშკი სიდიდით   მართ იყუ̂ნეს შესწორებული!
Verse: d    და   შინა შევიდეს მეფენი   საამ და მათი ხლებული.






Strophe: 223_[223] 
Verse: a       ერთსა სათურგნოს ეფინა   ქამხა, სტავრა და ნახლია.
Verse: b       ზედ წაიარეს, ჩამოჴდეს,   სადა მეფის სასახლია,
Verse: c       მძიმეთ ნაჭედსა ფარდასა   ლალ-მარგალიტი ასლია,
Verse: d    და   აწვივნეს, შინა შევიდეს,   სადა მეფისა სახლია.






Strophe: 224_[224] 
Verse: a       მუნ სამი ტახტი დაედგა   მაღალი და გვარიანი,
Verse: b       ზურგით მოვლიდა ფარდასა   პატიოსანი ქუ̂იანი.
Verse: c       ზედ ისხდა ომა ფრინველი   მჴარ-გაშლით, ვითა ფრთიანი.
Verse: d    და   პირშიგა ლალი ეჭირა,   თვალნიცა, ვით ნათლიანი.






Strophe: 225_[225] 
Verse: a       მალიად ტახტზედა დასხნა   სიმამრმა სამი მეფენი,
Verse: b       თვალ-მარგალიტსა აყრიდეს,   -- აივსნეს მუნვე მკრეფელნი!
Verse: c       ოქროსა სელი მოიღეს   დიდი, მძიმე და სეფენი,
Verse: d    და   მაზედა საამ აწვიეს,   -- მტერთა სისხლისა მჩქეფენი.






Strophe: 226_[226] 
Verse: a       ქიშვად და ყარან საამთა    დასხნა თავისა ჴელითა,
Verse: b       სხვა დიდებული ოთხასი   გარიგდეს ოქროს სელითა.
Verse: c       თვით დაჯდა მომცროს ტახტზედა   სიმდაბლის შესაფერითა,
Verse: d    და   შეიქნა სმა და პურობა,   ჴმა ტკბილი მკვრელთა მღერითა.






Strophe: 227_[227] 
Verse: a       მოიღეს ხილი უზომო   და შარბათები ტკბილია,
Verse: b       თვითო სასმელი ქოიალ    ყულას მიართვა ძვირია.
Verse: c       ბროლი იყო და კაცი სხდა,   შიგა ტილისმა ერია,
Verse: d    და   ვინც შესვის, უთხრის: "გაამო!"   -- იჴმარის ენა-პირია.






Strophe: 228_[228] 
Verse: a       მეფემ ბრძანა: "სასმელები   ვინცა შესვას, მისი არი!"
Verse: b       მოიტანეს მრავლად ფლავი,   ცხვარი, ბატი, ბევრი მწვარი.
Verse: c       საამისურს წინ მოიღეს,   გაარიგეს მერმე ჯარი,
Verse: d    და   საამ ყუ̂ელა წუ̂რილად დაჭრა,   გაარჩივა რბილი, ძვალი.






Strophe: 229_[229] 
Verse: a       ჴორცი ფლავსა აურივა,   თქუ̂ეს: "უბოძებს ყმასა მისსა".
Verse: b       ერთმანერთში წაახვია,   უკუიდვა ერთად პირსა,
Verse: c       სარუშან თქუ̂ა: "არ ვეშაპსა,   -- არ უქნია ესე გმირსა.
Verse: d    და   ოღონ თურმე დევი არი,   მით ჩააგდებს მტერსა ჭირსა!"






Strophe: 230_[230] 
Verse: a       მოიღეს დიდი ბადია,   დადვეს, აავსეს ღვინითა.
Verse: b       შიგ ჩარა იდგა, თავადთა   ურიგებდიან იმითა.
Verse: c       საამ წამოჯდა ბაგითა,   სტაცა მკლავითა მაგრითა,
Verse: d    და   შიგა ას ოცი ლიტრა დგას   სავსე, გარმოზდის პირითა.






Strophe: 231_[231] 
Verse: a       აიღო და დაულია   იამანის ჴელ-მწიფესა.
Verse: b       სარუშან თქუ̂ა: "მე ვერ დავლევ,   ნუ დამილევ, შენსა მზესა!"
Verse: c       ქიშვად ჰკადრა: "ცოტა შესვი,   ძალს ვინ გიზამს, ჴელ-მწიფესა?!"
Verse: d    და   დალია ნებასა ზედა,   დაიბერტყა, გაჰკუ̂ირდესა.






Strophe: 232_[232] 
Verse: a       სუ̂ესა და ადგა ჴელ-მწიფე,   "გაამო". -- გარდაიჴადა.
Verse: b       ხუთი ლიტრაცა ძლივ შესუ̂ა,   ზოგი გარდასხა იქადა,
Verse: c       მერმე მორიგდა თავადნი,   ვინც ისხდა სრულა იქა და,
Verse: d    და   ყუ̂ელამ ძლივ შესვა, -- საამის    სწორობა ვინ დაიქადა?!.






Strophe: 233_[233] 
Verse: a       დაიდვეს წინა ნადიმი,   მოასხეს მკვრელთა ჯარია:
Verse: b       მეჩანგენი და მუტრიბნი   იყო პირ-მთვარე ჯარია,
Verse: c       მოქალაქეთა მჭვრეტელთა   გარშემო დენა ჯარია.
Verse: d    და   შეიქნა გამოჩუ̂ენება,   ლხინი არ გასაჯავრია.






Strophe: 234_[234] 
Verse: a       ჴელ-მწიფემ უთხრა ფალავანს:   "დრო არის ქალთა ნახვისა,
Verse: b       მოუძეღ ჩემთა სიძეთა,   ვერვინ თქუ̂ას მათი ძრახვისა.
Verse: c       ითხნი წავიდეს. არ უთხრეს   წამოსვლა, არცა ახვისა.
Verse: d    და   შევიდეს, დაკრთეს ელვითა,   შეიქნა თვალთა ფახვისა.






Strophe: 235_[235] 
Verse: a       საამ დედოფალთ სალამი   მისცა ტახტზედა მჯდომელთა,
Verse: b       მერმე ქალთ მისცა სალამი   დედათა თანა მსხდომელთა.
Verse: c       სიძეთ ჩოქი ქნეს, სიდედრთა   წადგეს, -- წინაშე მდგომელთა.
Verse: d    და   დადგეს და მზერა დაუწყეს   მნათობთა, შუქთა მკრთომელთა.






Strophe: 236_[236] 
Verse: a       მეფემან უთხრა სიძეთა   სიტყუბი მოსაღორები:
Verse: b       "თქუ̂ენ თავ-თავისი იცანით,   თვით აიყუ̂ანეთ ცოლები".
Verse: c       მათ მოაგონდათ მამისა   სიტყუ̂ები მოსაგონები,
Verse: d    და   მივიდეს, იცნეს, ასწივეს,   შესძრეს ბროლისა ყორები.






Strophe: 237_[237] 
Verse: a       სარუშან ბრძანა: "არია   ფრიდონის დარიგებული:
Verse: b       ვერ მიხვდებოდა სხვა კაცი,   თუ არ იმისი ხლებული;
Verse: c       მის სახლის საქმე ვიკადრო,   ვინ არი მეტად ქებული
Verse: d    და   სხვა არ მინახავს ამათთა   ქუ̂ეყანაზედა გებულნი!"






Strophe: 238_[238] 
Verse: a       მუნ გაუკუ̂ეთეს ქებინი   და მოასხეს მოლანია.
Verse: b       ქალნი დედასთან დააგდეს,   გარ გამოვიდეს ყმანია,
Verse: c       მოედანშიგან გავიდეს,   სადა დგეს მათნი სპანია,
Verse: d    და   თავ-თავის ოთაღში იყუ̂ნეს   სამს დღესა სამნი ძმანია.






Strophe: 239_[239] 
Verse: a       დილა გათენდა, დახივა   მზემ გიშრის ფარდაგებია.
Verse: b       სარუშან სიძეთ აახლო   მწვეველად თავადებია,
Verse: c       მათ საამ იჴმეს და ქიშვად,    ყარან და ბეგლარ ბეგია,
Verse: d    და   მოეკაზმეს და წავიდეს,   გახშირდეს ქოსთა ჴმებია.






Strophe: 240_[240] 
Verse: a       ციხის კარამდის თან მიჰყუ̂ეს,   სად გალავნისა ძირია,
Verse: b       თავადნი სადგომს დაბრუნდეს   და საამ გმირთა-გმირია,
Verse: c       შინა შევიდეს მეფენი,   აცვიათ მძიმე, ძვირია.
Verse: d    და   გამოეგება სიმამრი,   შესცინის ტურფა პირია.






Strophe: 241_[241] 
Verse: a       ჰკადრა თუ: "გუშინ თქუ̂ენ ავად   გამოისუ̂ენეთ, -- ვინანი!
Verse: b       აწ სავარდესა ნადიმი   დავიდვათ, შევსუ̂ათ მინანი".
Verse: c       კარშიგან იდგა დეფანი,   სალხინო, არ საძინანი.
Verse: d    და   მუნ მოიცდიდეს მეფენი   გარიგებამდი შინანი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.