TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 19
Previous part

Chapter: 10 
აქა ფრიდონის შვილების იამანეთს წასვლა საქორწილოდ.






Strophe: 206_[206] 
Verse: a       გამოესალმა, დაბრუნდა   მარტო, ჴელ-მწიფე ??ქავითა.
Verse: b       ასი ათასი ლომ-გული,   მტერზედ საომრად, მზა ვითა,
Verse: c       თან წაატანა, წავიდეს,   -- მათი სიკეთე ვთქუ̂ა ვითა!
Verse: d    და   აწ უჯობს მათთა შემბმელთა   იყონ მათთანა ზავითა.






Strophe: 207_[207] 
Verse: a       რა მიეწურნეს იამანს    ხუთისა დღისა სავალსა,
Verse: b       საამთან კაცი გაგზავნეს,   ვისგან იდებდენ ზავალსა.
Verse: c       გაფრინდა მახარობელი   ჩქარათ, არ წყნარათ წავალსა,
Verse: d    და   ჰკადრეს: "მოდიან მეფენი,   ვინ შუა გაჰკუ̂ეთს მრავალსა!"






Strophe: 208_[208] 
Verse: a       გამხიარულდა სფაადი   სიხარულითა დიდითა,
Verse: b       მონას უბძანა: "თან წაჰყევ,   მეფეს ახარეთ, მიდითა!"
Verse: c       შევიდეს, ჰკადრეს სარუშას    არა კრძალვით და რიდითა.
Verse: d    და   ოქროს აყრიდა, შემოსა   ზარქაშით განაზიდითა.






Strophe: 209_[209] 
Verse: a       მეფემან ბრძანა: "ლაშქართა   აწყა ჴამს მოკაზმულობა.
Verse: b       შესამოსელსა ნუ სწყალობთ,   არ გვმართებს ტანსა ცმულობა".
Verse: c       გამოდგეს მისაგებავად   თავადთა დარაზმულობა.
Verse: d    და   სპილოზედ ტახტი დაუდგეს,   არა ქნეს ხან-დაზმულობა.






Strophe: 210_[210] 
Verse: a       საამისურცა დაჰკაზმა   ლაშქარი ფერად ფერითა,
Verse: b       ქიშვადსცა ტანსა შემოსა   მისითა შესაფერითა,
Verse: c       შესხდეს და გვანდეს ყუ̂ავილთა.   ნაღარა ჴმობდა დგერითა.
Verse: d    და   ბოლუქ ბოლუქად წამოდჴეს   ცხენისა ზართა ჟღერითა.






Strophe: 211_[211] 
Verse: a       სარუშან შეჯდა, გამოდგა,   იკრა ქოსსა და ნობასა.
Verse: b       რა ერთმანერთი აუჩნდა,   ბუკი მოაწევს ჴმობასა.
Verse: c       საამ მიმართა, და ქიშვად    მიზდევს, -- ვერ ვიტყუ̂ი კრდლობასა.
Verse: d    და   რა მიახლოვდეს, ჩამოჴდეს,   იქმენ მეფეთა თმობასა.






Strophe: 212_[212] 
Verse: a       ჴელ-მწიფის ძეთა რა ნახეს   საამ ქუ̂ეითად რებული,
Verse: b       ფიცხლავ ჩამოჴდეს, დაკოცნეს   საროს უმაღლე ხებული.
Verse: c       სპილოთ გარდმოჴდა სარუშა,    -- ჯარი შორს დადგა კრებული
Verse: d    და   სამთავ მიმართეს სალამად,   საამ წინ უძღვის ხლებული.






Strophe: 213_[213] 
Verse: a       სიმამრსა ერთად სალამი   მისცეს სამთავე მეფეთა,
Verse: b       დიდად მოსწონდეს სიძენი,   თვალი სრულ მათზედ ეფეთა,
Verse: c       ყარან და ყუბად და მილად,    და ვისი -- სისხლთა მჩქეფეთა
Verse: d    და   წამოდგეს, მისცეს სალამი,   -- სხვათაც თავადთა, სეფეთა.






Strophe: 214_[214] 
Verse: a       სარუშა ბრძანა: "მეფენი   ტურფანი სანახავნია!"
Verse: b       შესხდეს და საამს მოგვარეს   სამანდი მტერთა მავნია.
Verse: c       ოქროსა ლახტი მოართვეს,   -- ფრიდონის განაგზავნია,
Verse: d    და   ჴელთა აიღო. ლაშქარი   მინდორზედ მონაზავნია.






Strophe: 215_[215] 
Verse: a       ქალაქს მივიდეს, ჩამოჴდეს,   მოედანს მტერთა მზარავნი.
Verse: b       სამთავ ცალ-ცალკე დაუდგეს   ტურფა ოთაღნი, კარავნი.
Verse: c       სახლი გამართეს, მოავლეს   სრა-ფარდა მოსაფარაფნი,
Verse: d    და   მერმე გარდაჴდეს ლაშქარნი   მინდორთა დამაჯარავნი.






Strophe: 216_[216] 
Verse: a       საამ ჩამოჴდა მეფესთან,   -- ლომის სიფიცხით ბარია!
Verse: b       ყარან და ყუბად უანბეს   ჴელ-მწიფის დანაბარია.
Verse: c       ჰკადრეს: "თქუ̂ენც ნახეთ, რაც არი   ეს ჩუ̂ენი მონაბარია;
Verse: d    და   სჯობს და მივართვათ, ვერ იტევს   სიმრავლით მთა და ბარია!






Strophe: 217_[217] 
Verse: a       ფალავანმა თქუ̂ა: "მართალსა   ბრძანებთ, -- სამივე ვლიდეთა,
Verse: b       მოასხით სპილო, აქლემი   ყუ̂ელაი, საცა ჰკიდეთა,
Verse: c       მისატანელი, რაც არი,   დაჰკაზმეთ, გამოზიდეთა".
Verse: d    და   საამ წაუძღვა, წავიდეს,   მიდგეს დარბაზის კიდეთა.






Strophe: 218_[218] 
Verse: a       სარუშას კაცი აახლეს,   შეჯდა, მობრძანდა გმირია.
Verse: b       რას ვაგრძელებდე, ლაყაფი   გრძელი, ცუდი და მწარია.
Verse: c       რაც ფრიდონს გამოუგზავნა,   მიართვეს სანუკვარია,
Verse: d    და   ტვირთული სპილო, აქლემი,   ცხენ-ჯორი, ძროხა, ცხვარია.






Strophe: 219_[219] 
Verse: a       ყუ̂ელაკაი გარდათვალეს,   წაუკითხეს ანაწერი,
Verse: b       მეფე მდაბლად მადლსა იჴდის,   სიტყუ̂ა ბრძანა შესაფერი.
Verse: c       საამ სადგომს წამოვიდა,   მზე შეიქნა დანაწვერი.
Verse: d    და   სარუშან თქუ̂ა: "დაეკაზმოს   ქალაქშიგა ყმა და ბერი!






Strophe: 220_[220] 
Verse: a       ტურფად მოკაზმეს დარბაზნი,   -- ძლივ ითქმის კაცთა ენითა:
Verse: b       მუშკს და ამბარსა აკმევდეს   ქუ̂ეშე ოქსინოს ფენითა,
Verse: c       თვითან აწვივნა სიძენი,   არ მონის მონახსენითა.
Verse: d    და   "სჯობს, -- გავანათლოთ დარბაზი   მობრძანებითა თქუ̂ენითა!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.