Strophe: 187_[187] | ||
Verse: a | შოლანი ექნა მეფესა, | ისიც არ აკლდა არზია. |
Verse: c | მან კაცმან ჩოქით მიართვა | საამ ფალავნის არზია, |
Verse: b | იკითხავს სიხარულითა, | ვერცა მჯდომია, არ ზია, |
Verse: d და | ფაიქსა ტანსა შემოსა | ოქსინო, არა არძია. |
Strophe: 188_[188] | ||
Verse: a | შვილნი იჴმნა და თავადნი | მოვიდეს მალედ რებულნი. |
Verse: c | დასხდეს, და წიგნი უჩუ̂ენა, | უანბო დავედრებული. |
Verse: b | ამა ამბვითა ყოველი | დამხიარელდეს კრებული. |
Verse: d და | ბრძანა თუ: "კარგად გავგზავნი, | -- წავიდენ გახარებული!" |
Strophe: 189_[189] | ||
Verse: a | სახლის გამრიგეთ უბრძანა: | "აკაზმეთ ყუ̂ელა კარგია, |
Verse: c | მოედანშიგა გაიღეთ | წასაღებელი ბარგია. |
Verse: b | ყარანს და ყუბადს მიანდო, | რაც საქონელი კარგია. |
Verse: d და | მოასხეს სპილო, აქლემი, | ცხენ-ჯორი, ზროხა მარგია. |
Strophe: 190_[190] | ||
Verse: a | ყარან და ყობად დაუწყეს | მითვლა, წერა და კიდება, |
Verse: c | მათ მოეწყინა აწონა, | ანგარიში და კიდება. |
Verse: b | სპილოს დაუწყეს მურასა | ზანზალაკისა კიდება. |
Verse: d და | შეკრეს ბარგი და შეიქნა | გაღება, განაკიდება. |
Strophe: 191_[191] | ||
Verse: a | ოც ათას სპილოს დახურეს | მძიმედ ნაკერი ჩულია. |
Verse: c | ოქროსა ზანზალაკითა | მოასხეს მოჩირჩხლულია. |
Verse: b | თვალ-მარგალიტი აჰკიდეს | და ოქრო მაღრიბულია. |
Verse: d და | რძალთათვის გარდააყენეს | ესენი დატვირთულია. |
Strophe: 192_[192] | ||
Verse: a | ათი ათასი ჯორები | მოასხეს დაკაზმულია |
Verse: c | საჯულაბე და საღვინე | აჰკიდეს ყუ̂ელა სრულია. |
Verse: b | ოქროს კოკები, სასმელი | ყუ̂ელაი მოთვალულია: |
Verse: d და | კრიანტელი და ჩინური, | ჩოღრათო აბარგულია. |
Strophe: 193_[193] | ||
Verse: a | თკალ-მარგალიტით ნაჭედი | ჩარყაფი -- ბეწვზედ კრულები -- |
Verse: c | შეჰკრეს ყუ̂ელა -- და აჰკიდეს | -- ზანდუკი დაბეჭდულები; |
Verse: b | ზანზალაკები შეაბეს, | დახურეს ტურფა ჩულები, |
Verse: d და | ზედ გარდახურეს ატლასი | -- ხალასად დაკერულები. |
Strophe: 194_[194] | ||
Verse: a | ათი ათასსა აქლემსა | ოქსინო ანაკიდია, |
Verse: c | კერული, შეუკერავი, | უცხო, ტურფანი ჰკიდია. |
Verse: b | სტავრა, ნახლი და ატლასი | -- ხატაველთ განასყიდია, |
Verse: d და | სიასამური, ყარყუმი | -- ყოლე ვერ დაცავსთვლიდია. |
Strophe: 195_[195] | ||
Verse: a | მათვე აჰკიდეს ჩინური | სუფრა -- ოქსინო-კერული, |
Verse: c | თეფში, ზარფუში ოქროსი, | არა სპილენძი ფერული, |
Verse: b | ასი ათასი თუმანი, | ფლური, მარჩილი სპერული, |
Verse: d და | კუ̂ლავ ცხენსა ათი-ათასი | კარავ-ოთაღნი ჭერული. |
Strophe: 196_[196] | ||
Verse: a | ოქრო ქსოვილი კარავნი | ქამხისა ფერად ფერია, |
Verse: b | ფარდა ლომისა ტყავისა | ხალასად შეკერულია. |
Verse: c | ქვეშაგებელი და ნოხი, | -- კუ̂ირობდეს ყოვლი სულია, |
Verse: d და | ესენი ცხენსა აჰკიდეს, | -- ყარანის მინაწერია. |
Strophe: 197_[197] | ||
Verse: a | ექვსი ათასსა ზროხასა | სრულად საჭმელი ჰკიდესა, |
Verse: b | მუნ სანუკვართა მრავალთა | ლაშქართა მოზიდვიდესა. |
Verse: c | ას ოცი ათასსა ცხუ̂არსა | მათთვისვე გარდასთვლიდესა, |
Verse: d და | ეს ყუ̂ელა გასაგზავნელად | გარდააყენეს კიდესა. |
Strophe: 198_[198] | ||
Verse: a | ათას ოთხასი ტაიჭი | არაბთა დახედნილია, |
Verse: b | ოქროსა აკაზმულობით | ყუ̂ელა ისპაანს ქნილია. |
Verse: c | აბაიებ-ასალებზე | ევლო ხალასი მილია. |
Verse: d და | თან წაატანა ესეცა, | -- მფრინველიც მასთან წბილია! |
Strophe: 199_[199] | ||
Verse: a | ერთი მძიმე ოქროს ლახტი | საამისურს გაუგზავნა. |
Verse: b | კუ̂ლავ ქიშვადსა ოქროს ლახტი, | ვინცა მტერნი დააზავნა, |
Verse: c | ტკბილი წიგნი მიუწერა, | -- ვინ მებრძოლთა ბევრი ავნა. |
Verse: d და | ბრძანა: "ჭირნი უკუმქარდეს, | ჩემი ლხინი გამეთავნა". |
Strophe: 200_[200] | ||
Verse: a | სხვა დიდებულნი ოთხასი | თვითოს ადგილის ბეგია, |
Verse: b | დროშა-ნაღარის მქონები, | ჩადრ-ოთაღისა მდეგია, |
Verse: c | ყარან, ყუბად და მილადი, | ვისი -- ბასრისა თეგია |
Verse: d და | ყუ̂ელას უფროსად აჩინეს | ეს ოთხი ბეგლარ ბეგია. |
Strophe: 201_[201] | ||
Verse: a | მოასხეს სამნი სპილონი | თეთრი და დაკაზმულები, |
Verse: b | შეადგეს ტახტი მურასა, | შუ̂ენოდა სანატრულები. |
Verse: c | მეფისა ძენი მოვიდეს, | მეფურად დაკაზმულები. |
Verse: d და | მაზედან შესხდეს ლაშქარნი, | წამოდგეს დარაზმულები. |
Strophe: 202_[202] | ||
Verse: a | ლაშქართ მურასა ჴმალები | ერტყა, ცხენს ება ზარია. |
Verse: b | ქაიანურსა დროშასა | ოქროთ მოსჭედეს ტარია. |
Verse: c | ალამი ტურფად მოკაზმეს, | -- ლალ-მარგალიტის გვარია! |
Verse: d და | წინ წაუძღვანეს, წავიდეს, | იმათი ომი მწარია! |
Strophe: 203_[203] | ||
Verse: a | ჰკრეს ნაღარასა სამ რიგად | სამთავე ჴელ-მწიფეთასა. |
Verse: b | გაემართნეს და გაზიდეს | სპილოთა მათ მეფეთასა. |
Verse: c | შორს გაჰყუ̂ა ფრიდონ ჴელ-მწიფე, | -- უჯობს ყოველთა დღეთასა! |
Verse: d და | ვინც არის მათი მებრძოლი, | -- შეიქმენ ჴორცთა ფეთასა. |
Strophe: 204_[204] | ||
Verse: a | მეფემან შვილთა დავედრა: | სარუშა" არის გრძნეული: |
Verse: b | გაფრთხილდით, არამც დაგხიბლოს, | არის ეშმაკთა ჩვეული. |
Verse: c | სავარდეშიგან მოგივა | თქუ̂ენ თოვლი ანაზდეული, |
Verse: d და | ზედ დაიხურეთ მრავალი, | ღვთით, ვერას გავნებს წყეული!" |
Strophe: 205_[205] | ||
Verse: a | სამთავე ქალთა ერთფერსა | ტანისამოსსა შემოსსა, |
Verse: b | თურის ცოლს დასვამს შუაზედ, | ერაჯს დაუსვამს ზემოსა. |
Verse: c | თქუ̂ენ დაგპატიჟებს, იცოდით, | თქუ̂ენსა ამ სოფლის გემოსა, |
Verse: d და | სალიმს უბრძანა: "მოჰკიდე | შენ ჴელი ქალსა ქუ̂ემოსა! |