TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 17
Previous part

Chapter: 8 
აქა ქოიალ და მუთარიად და ყაიდუშად ლოდს ისვრიან და საამისაგან ლოდის გამორთმევა და სამთავე ერთად შეჭიდება.






Strophe: 181_[181] 
Verse: a       სუფრა აიღეს, წავიდეს.   -- არ დარჩეს დაუთრობელი.
Verse: b       გათენდა, გუმბადს ამაღლდა   ქუ̂ეყნისა მანათობელი,
Verse: c       მოედანს ტახტი მოიღეს   დაჯდა იამანთ მპყრობელი.
Verse: d    და   მათ ბანოანნი უჭვრეტდეს   მჭვრეტელთა მანათობელი.






Strophe: 182_[182] 
Verse: a       ქოიალს და მუთარიადს,    ყაი̂დუშადსა (?) -- სამთავ გმირსა
Verse: b       ჴელ-მწიფემან დაავედრა:   "ნუ დარიდებთ საამს ჭირსა:
Verse: c       თუ ამასა მოვერევით,   დავიმაგრებთ კარგა ძირსა.
Verse: d    და   ფრიდონს არას მოვეთნევი,   არცა მივცემ ალვას შვილსა!"






Strophe: 183_[183] 
Verse: a       სამთავ მოიღეს ოროლი   დოლაბთ ოდენი ქუ̂ანია.
Verse: b       დაუწყეს აღმა აგდება,   ალყად მოადგეს სპანია.
Verse: c       ჴელ-მწიფეს სთხოვა ფარმანი,   მოვიდა ფალავანია,
Verse: d    და   ვით ლომი გაფიცხებული,   მიუჴდა გულოვანია.






Strophe: 184_[184] 
Verse: a       ქოიალის ანაგდები   დაიჭირა, გამოსტაცა,
Verse: b       მოიქნია, გარდააგდო,   ერთს სათურგნოს შორსა დასცა.
Verse: c       ყუ̂ელას მეტად გაუკუ̂ირდა,   საამისურ იქავ დგასცა,
Verse: d    და   სამთავ ერთად რკენა სთხოა,   მათ პასუხი ესე გასცა.






Strophe: 185_[185] 
Verse: a       ორნი ჴელთა შეეჭიდეს,   ერთმან ფეხი დაუჭირა.
Verse: b       ერთმანერთზედ დააწყვიტა,   მათ ადგომა გაუჭირა.
Verse: c       სამივ ქუ̂ეშე მოიმწყუ̂დია,   ზედა დაჯდა, ჩაუჭირა.
Verse: d    და   აწ სარუშან ეხვეწების:   "ნუ მიაპყარ დიდი ჭირა!"






Strophe: 186_[186] 
Verse: a       სარუშან საამ დალოცა   და შეასხმიდა ქებასა.
Verse: b       აუშვნა, -- სადგომს წავიდა,   ოთაღში დაწვა ნებასა.
Verse: c       კაციც მივიდა სარავსა,    არა იქს დაყოვნებასა.
Verse: d    და   ფრიდონ, ჴელ-მწიფე სავარდეს   გართოდა მოსუ̂ენებასა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.