TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 16
Previous part

Chapter: 7 
აქა საამ ფალავნისაგან ფრიდონთან წიგნის მიწერა.






Strophe: 175_[175] 
Verse: a       საამ თქუ̂ა: "ჩემს უნებურსა   არა იქს მეფე ბრძენია:
Verse: b       წიგნს მივსწერ, ადრე მოვასხნა   აქ, ჴელ-მწიფისა ძენია."
Verse: c       დაუწყო წერა, ახსენა   პირველად ზესთა ზენია,
Verse: d    და   მერმე ჴელ-მწიფე დალოცა,   უქო ყოველი ზნენია.






Strophe: 176_[176] 
Verse: a       მიუწერა ჴელ-მწიფესა   სიტყუ̂ა კარგი, ლამაზ-ენა:
Verse: b       "რაც მიბრძანე სამსახური,   გავათავე, ყუ̂ელა ვქენა,
Verse: c       აწ იამანის ჴელ-მწიფე   გემსახუროს მუდამ თქუ̂ენა,
Verse: d    და   ქალნი ვნახე, მათ, ვერა სჯობს   მნათობიცა, ვერცა ზენა!"






Strophe: 177_[177] 
Verse: a       ბანოვანთ თავთა სიტურფით   ვერ აქებს ბრძენთა ენანი:
Verse: b       ტანად აზატნი სურათნი   და თვალად მზისა შუ̂ენანი,
Verse: c       მსგავსი სამოთხის ყუ̂ავილთა   მულღანზარისა მფენანი,
Verse: d    და   ვარდი კოკობი უპრჩვნელი,   უკუნის გამათენანი.






Strophe: 178_[178] 
Verse: a       თქუ̂ენთა შვილთა აქ წამოსვლა   მოინდომოს, -- დავრთე ნება.
Verse: b       ამაზედა რომ გიახლოს   ესე ჩემი მოხსენება,
Verse: c       -- რასცა ბევრსა გამოატან,   ვის უფრო აქუ̂ს თქუ̂ენგან ცნება,
Verse: d    და   სჯობს რომ კარგად გამოგზავნოთ,   არ ქნათ ხანის დაყოვნება."






Strophe: 179_[179] 
Verse: a       ერთს ჩაუქსა კაცსა მისცა   წიგნი მისგან დანაწერი :
Verse: b       -- ფრიდონ მეფეს მიართვიო,   ვის მორჩილობს ყოვლი ერი.
Verse: c       სარუშან თქუ̂ენ გემსახუროს,   ნიადაგ არს ლხინის ერი.
Verse: d    და   აქ ფხიზელი არვინ არი,   არცა ყმა და არცა ბერი".






Strophe: 180_[180] 
Verse: a       რა შეზარხოშდა ლომ-გული   გმირი, ჭკვიანი ცნობითა.
Verse: b       ქოიალს უთხრა: "ცუდია   მუდამ ნადიმი თრობითა!
Verse: c       ერთხელ შევექცნეთ მოედანს   რკენითა ფალავნობითა".
Verse: d    და   საამს რა ესმა, აიგდო,   სიცილი შექნა ლმობითა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.